დღეს, 13 სექტემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. თბილისის „დინამომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. „კახურ დერბიში“ „თელავი“ „გარეჯს“ დაუხვდა. მატჩი უგოლოდ - 0:0 დასრულდა. „ტორპედომ“ კი „იმერულ დერბიში“ „სამგურალს“ 6:2 მოუგო.
ჰეთ-თრიქი შეასრულა ქუთაისელთა 19 წლის ნახევარმცველმა ალეკო ბასილაძემ. ეს მეორე სამგოლა გახლათ მიმდინარე სეზონში. პირველი გორელმა შოთა შეყილაძემ მიითვალა „თელავთან“ მე-5 ტურში.
ქუთაისელაგან თავი ასევე მოჰამედ შერიფმა, ფელიპე პირესმა (პენალტით) და კისლე ზიტამ გამოიჩინეს. სტუმათაგან კი დუბლი შეასრულა გიორგი ფანცულაიამ.
წყალტუბოელები 32-ე წუთიდან კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა ირაკლი შენგელიამ მოედნიდან „სამგურალის“ ბრაზილიელი მცველი პაბლუ რიანი დაითხოვა.
ამ გამარჯვების შემდეგ „ტორპედომ“ 36ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილზე დგას. 23-ქულიანი „სამგურალი“ კი მეშვიდე ადგილზეა.
ლიდერი „იბერია“ გხლავთ, რომელსაც 52 ქულა აქვს.