ფეხბურთი

0:48 | 14.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის დებიუტი: "ვილიარეალის" პირველი მარცხი სეზონში

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა. „ვილიარეალის“ ქართველმა ფორვარდმა „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ითამაშა.

მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. მას იდეალური დებიუტი არ გამოუვიდა, რადგან „ვილიარეალი“ დამარცხდა, მიმდინარე სეზონში პირველად. თავის მხრივ, „ატლეტიკომ“ პირველად მოიგო.

მეცხრე წუთზე ანგარიში პაბლო ბარიოსმა გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ნიკო გონსალესმა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა, სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

„ვილიარეალი“ 7 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 სექტემბერს, „ოსასუნას“ უმასპინძლებს, ხოლო მანამდე 16 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემს“ შეხვდება.

„ატლეტიკოს“ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრეა, მომდევნო ტურში 21 სექტემბერს, „მალიორკას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.162363