ფეხბურთი

0:57 | 14.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლიმ“ „ფიორენტინა“ დაამარცხა და სერია A-ში ისევ გალიდერდა

იტალიის სერია A-ს მე-3 ტურის მატჩი, რომელშიც „ფიორენტინა“ და „ნაპოლი“ შეხვდნენ, დასრულდა. სტუმრებმა ანგარიშით 1:3 გაიმარჯვეს.

მეექვსე წუთზე „ნაპოლიმ“ მიიღო პენალტის შესრულების უფლება, რომელიც ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ზუსტად შეასრულა. მე-14 წუთზე თავდამსხმელმა რასმუს ჰოილუნდმა ნეაპოლიტანელთა უპირატესობა გააორმაგა. სტუმრებმა მესამე გოლი 51-ე წუთზე გაიტანეს. გოლი მცველმა სემ ბოეკემამ შეაგდო. 79-ე წუთზე „ფიორენტინას“ ფეხბურთელმა ლუკა რანიერიმ ერთი ბურთი გაქვითა.

საინტერესოა, რომ ნეაპოლიტანელთაგან სამივე ბურთი გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეძენილმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.

იტალიის სერია A-ს სამი მატჩის შემდეგ, „ნაპოლის“ ცხრა ქულა აქვს და ცხრილში პირველ ადგილზეა. ორქულიანი „იები“ კი მე-13 ადგილზე არიან.

0.101698