საფრანგეთის ლიგა 2-ის მეხუთე ტურში „სენტ ეტიენმა“ სტუმრად „კლერმონი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო ზურიკო დავითაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია.
მატჩის შემდეგ „მწვანეების“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა დანაკლისის შესახებ გაამახვილა ყურადღება:
„შემადგენლობის შერჩევა რთული იყო. ზურიკო დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო და პარასკევს, ბოლო ვარჯიშზე დაშავდა. ჯოშუა დაფუსმა და ლუკა სტასინმა მთელი მატჩი ვერ ითამაშეს. მაგალითად, ბენ ოლდიც დაიღალა ეროვნულ ნაკრებში მოგზაურობის შემდეგ და კვირის ბოლომდე არ დაბრუნებულა. დღევანდელი სასტარტო შემადგენლობის შერჩევა ადვილი არ იყო. ყველაფრის მიუხედავად, მოხარული ვარ, რომ გუნდმა გამარჯვებისთვის ბრძოლა შეძლო. გვაქვს ხარისხი, შეგვიძლია ადაპტირება ჩვენი მრავალი ვარიანტის წყალობით, განსაკუთრებით შეტევის ხაზში“, - თქვა ჰორნელანმა.
„სენტ ეტიენი“ ლიგა 2-ში 5 ტურის შემდეგ 11 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში 20 სექტემბერს, „რეიმსს“ უმასპინძლებს. ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.