სერია A-ს მესამე ტურში „რომამ“ „ტორინოს“ უმასპინძლა და სეზონში პირველი მარცხი განიცადა.
„რომამ“ ორი ტური ქულათა მაქსიმუმით და გოლგაუშვებლად განვლო, მაგრამ საკუთარ მოედანზე „ტორინოსთან“, რომელსაც აქამდე გოლიც არ ჰქონდა გატანილი, ვერაფერი გააწყო.
„ტორინომ“ აჯობა მეტოქეს, მეტი მომენტიც შექმნა და დამსახურებულად მოიგო. მატჩის ბედი ჯოვანი სიმეონეს ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. "ტორინოში" საბა საზონოვს არ უთამაშია, რომელიც სერია A-ს განაცხადში საერთოდ არაა.
„რომას“ სამ ტურში 6 ქულა აქვს, ხოლო „ტორინოს“ – 4.