ფეხბურთი

21:53 | 14.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" მანჩესტერული დერბი მოიგო

ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურში მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ“ იუნაიტედი“ ადვილად დაამარცხა.

პეპ გვარდიოლას გუნდი მატჩს იდეალურ მდგომარეობაში ვერ შეხვდა: ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელით და ბოლო ორ ტურში მარცხით, მაგრამ მეორე მხრივ, „იუნაიტედიც“ ღრმა კრიზისშია, რაც სიახლე არაა.

„სიტიმ“ აჯობა მეტოქეს და დამსახურებულად მოუგო. ფილ ფოდენმა ერთხელ გაიტანა, ხოლო ერლინგ ჰოლანდმა დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, „ქალაქელებმა“ 3:0 გაიმარჯვეს.

შედეგად, „მანჩესტერ სიტიმ“ ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და 6 ქულა დააგროვა, ხოლო „იუნაიტედს“ 4 ქულა აქვს. მომდევნო ტურში ორივეს პრინციპული მეტოქე ჰყავს: „სიტი“ „არსენალს“ ესტუმრება, ხოლო „მანჩესტერი“ „ჩელსის“ შინ დაუპირისპირდება.

„მანჩესტერ სიტი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ფოდენი (18), 2:0 ჰოლანდი (53), 3:0 ჰოლანდი (68)

0.089767