ფეხბურთი

1:29 | 15.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "ვალენსია" გაანადგურა

ესპანეთის ლა ლიგის მეოთხე ტურში „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა, რომელიც 6:0 გაანადგურა.

კატალონიელები პირველ ტაიმში ერთ გოლს დასჯერდნენ, რომელიც ფერმინ ლოპესის აქტივშია. მან მეორე ნახევარში კიდევ ერთხელ გაიტანა და დუბლი შეასრულა. ასევე დუბლი გაიფორმეს რაფინიამ და რობერტ ლევანდოვსკიმ. ჰანსი ფლიკის გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

„ბარსელონა“ 10 ქულით მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება „რეალს“, ხოლო მომდევნო ტურში 21 სექტემბერს, „ხეტაფეს“ უმასპინძლებს. „ვალენსია“ 4 ქულით მე-15 პოზიციაზეა.

0.154953