ფეხბურთი

2:12 | 15.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"გრანადას" მწვრთნელი: "გაგნიძე ორივე ფეხით კარგად თამაშობს და საინტერესო ფეხბურთელია"
"გრანადაში" ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მეხუთე ტურში „გრანადა“ საკუთარ მოედანზე „ლეგანესთან“ 0:2 დამარცხდა, ხოლო ლუკა გაგნიძეს დებიუტი ჰქონდა.

ქართველი ნახევარმცველი თამაშში შეცვლაზე, 76-ე წუთზე ჩაერთო. ეს ლუკას პირველი მატჩია ესპანურ კარიერაში.

შეხვედრის შემდეგ ანდალუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა პაჩეტამ გაგნიძეზე მოკლე კომენტარი გააკეთა: „ლუკა არის ფეხბურთელი, რომელიც ორივე ფეხით კარგად თამაშობს და ბურთს კარგად ფლობს. ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია“.

„გრანადას“ სეზონის ძალიან ცუდი სტარტი აქვს, ხუთი ტურის შემდეგ ერთადერთი ქულით ბოლო, 22-ე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 22 სექტემბერს „ბურგოსს“ ესტუმრება.

0.092833