ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურში მანჩესტერული დერბი გაიმართა, სადაც "სიტიმ" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერი" დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. პორტუგალიელის თქმით, მარცხი მხოლოდ მისი ბრალია და არა ფეხბურთელების.
"ბედნიერები ვერ ვიქნებით, წაგება ყოველთვის რთულია. გულშემატკივრების გამო ძალიან ვწუხვარ და ვიცი, რა რთულია წაგება მათთვის. არ ვაპირებ თავის გამართლებას, უკეთესად უნდა ვითამაშოთ. ჩვენ მშენებლობის პროცესში ვართ და არ ვაპირებ ფილოსოფიის შეცვლას. გასულ სეზონში "სიტის" მოვუგეთ და ფრედ ვეთამაშეთ, თუმცა დღეს ეს არ გამოგვივიდა, არადა ვფიქრობ დღეს გაცილებით უკეთესი მატჩი ჩავატარეთ, ვიდრე იმ შეხვედრებში. დღეს ყველა ფეხბურთელმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღო და ვერცერთ მათგანს მარცხში ვერ დავადანაშაულებ, ეს ჩემი ბრალია." - განაცხადა რუბენ ამორიმმა.
ცნობისთვის, „მანჩესტერ სიტიმ“ ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და 6 ქულა დააგროვა, ხოლო „იუნაიტედს“ 4 ქულა აქვს. მომდევნო ტურში ორივეს პრინციპული მეტოქე ჰყავს: „სიტი“ „არსენალს“ ესტუმრება, ხოლო „მანჩესტერი“ „ჩელსის“ შინ დაუპირისპირდება.