ფეხბურთი

11:05 | 15.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარიამ "ბოკა ხუნიორსს" გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაუტანა

არგენტინის ჩემპიონატის მე-8 ტურში "როსარიო ცენტრალმა" საკუთარ მოედანზე "ბოკა ხუნიორსს" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა 37 წლის ანხელ დი მარიამ, რომელმაც მატჩის 24-ე წუთზე გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა 1:1.

8 ტურის შემდეგ "ბოკას" 13 ქულა აქვს და A-ჯგუფში მე-3 ადგილზე იმყოფება, ხოლო "როსარიო ცენტრალს" ერთით ნაკლები, შვიდი მატჩი აქვს ჩატარებული და 11 ქულით B-ჯგუფში მე-6 ადგილზე იმყოფება.

0.164456