ფეხბურთი

14:18 | 15.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "თავი გავწირე იმ კლუბისთვის, რომელიც მიყვარს"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ვილიარეალის" ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ გამოცემა Canal+ს ინტერვიუ მისცა, სადაც მიქაუტაძემ "ლიონიდან" წასვლის პერიოდი გაიხსენა. ქართველის განცხადებით, მან თავი გაწირა კლუბისთვის, რომელიც უყვარს.

"როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა დარწმუნებული ვიყავი, რომ "ლიონში" დავრჩებოდი, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ბოლო 4-5 დღით ადრე უკვე ვიცოდი, რომ ჩემი გაყიდვა უკვე გარდაუვალი იყო. მქონდა "ვილიარეალის" შესაძლებლობა და შემდეგ ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. ეს იყო კლუბისთვის მსხვერპლი? დიახ, შეიძლება ასეც ითქვას, თავი გავწირე იმ კლუბისთვის, რომელიც მიყვარს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რთული იყო, რადგან ეჩვევი ყველაფერს, იქ მყოფ ადამიანებს. ასე, რომ ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო. წყენა? არა, არავის ვადანაშაულებ. ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება. ერთ დღეს შეგიძლია აქ იყო, მეორე დღეს - სხვაგან. ბედნიერი ვარ, რომ ახლა "ვილიარეალში" ვარ და მაქვს შესაძლებლობა ახალი ისტორიის დაწერის. დაბრუნება? ყველამ იცის, რომ "ლიონთან" ჩემი კავშირი არსებობს. იქ ორჯერ უკვე ვითამაშე და როგორც ამბობენ, რაც ორჯერ ხდება, მესამედაც შეიძლება მოხდეს," - განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ლიონმა" მიქაუტაძის სანავლოდ 36 მილიონი მიიღო, ქართველის დებიუტი "ვილიარეალის" შემადგენლობაში ოფიციალურად შედგა. მიქაუტაძემ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 79 წუთი დაჰყო. არნიშნული დაპირისპირება "ატლეტიკოს" გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

0.094205