სხვა

19:00 | 15.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

არმან დუპლანტისის მსოფლიო რეკორდი

ტოკიოში მიმდინარე მძლეოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე არმან დუპლანტისმა მორიგი, მე-14 მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

25 წლის შვედმა მესამე ცდზე 6.30 მეტრის სიმაღლე დაფარა, რითაც თავისივე მსოფლიო რეკორდი მოხსნა. დუპლანტისი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ჯილდოდ 100 000 დოლარიც ერგო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ბერძენმა ემანუელ კარალისმა მოიპოვა, რომელმაც 6 მეტრის სიმაღლე დაძლია, ხოლო ბრინჯაო ავსტრალიელ კერტის მარშალს ერგო (5.95).

აღსანიშნავია, რომ ჭოკით ხტომაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა 5.90 მეტრის სიმაღლე ერთ ტურნირზე შვიდმა მონაწილემ დაძლია, ხოლო 5.95 მეტრის დაძლევა მედლისთვის საკმარისი არ გამოდგა.

0.096476