ფეხბურთი

22:46 | 15.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალის დებიუტი და საგოლე პასი ბულგარეთის ჩემპიონატში

ბულგარეთის ჩემპიონატის მერვე ტურში სოფიის ცსკა 1948-მ სოფიის „სლავია“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ლაშა დვალმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა და საგოლე პასი მიითვალა.

ქართველი მცველი მოედანზე შეუცვლელად იყო, ხოლო მე-16 წუთზე თავით გააკეთა საგოლე პასი, როდესაც ელიაშ ფრანკომ ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.

ცსკა 1948 ბულგარეთის ჩემპიონატში 8 ტურის შემდეგ 16 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 სექტემბერს, პლოვდივის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

0.09291