ისტორია

12:19 | 16.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ განმარტა, თუ რატომ უყურა პსჟ-ს და „ლანსის“ მატჩის პირველ ტაიმს ტრიბუნებიდან

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა თუ რატომ უცქირა ლიგა 1-ის მე-4 ტურის „ლანსთან“ მატჩის პირველ ტაიმს (2:0) „პარკ დე პრენსის“ სტადიონის ტრიბუნებიდან.

„დიდი ხანია ვხედავ რაგბის მწვრთნელებს, რომლებიც მატჩებს სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებენ. მინდოდა პირველი ტაიმის ტრიბუნიდან ყურება და ეს შესანიშნავი იყო. იქიდან ყველაფრის დანახვა და კონტროლი შემიძლია.

შესვენების დროს მოთამაშეებთან საუბარი ძალიან ინფორმაციული იყო, რადგან უკეთ ვნახე, ვინ როგორ თამაშობდა “, - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს RMC Sport.

0.156774