ფეხბურთი

1:00 | 17.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, "ვილიარეალი" დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა, მაგრამ „ვილიარეალი“ „ტოტენჰემთან“ დამარცხდა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მეოთხე წუთზე გავიდა. ესპანური გუნდის მეკარემ ლუის ჟუნიორმა უხეში შეცდომა დაუშვა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე არაფერი შეცვლილა.

გიორგი მიქაუტაძე მოედანზე შეუცვლელად იყო, ბოლოს საგოლე შანსიც ჰქონდა, მაგრამ საჯარიმოს მისადგომებთან წააქციეს. თითქოს, „ტოტენჰემის“ მცველი მიკი ვან დე ვენი ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელ ბარათს იმსახურებდა, მაგრამ მსაჯმა რატომღაც სხვანაირად შეაფასა და ყვითელი ბარათით შემოიფარგლა.

საბოლოოდ, „ტოტენჰემმა“ 1:0 მოიგო. „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ორ კვირაში „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

გიორგი მიქაუტაძემ ესპანურ კლუბში ორი მატჩი ჩაატარა და ჯერ შედეგიანი მოქმედების გარეშეა.

0.096384