ფეხბურთი

1:30 | 17.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს დუბლით "რეალის" ქამბექი "მარსელთან"

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „მარსელის“ წინააღმდეგ რთული გამარჯვება მოიპოვა.

„სამეფო კლუბი“ აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ რობერტო დე ძერბის გუნდმა მეტოქეს დიდი წინაღმდეგობა გაუწია.

არდა გიულერის შეცდომა სტუმრებმა კარგად გამოიყენეს და ტიმოთი ვეას გოლით 22-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. თუმცა, „მარსელი“ დიდხანს ვერ იგებდა, მაგრამ 7 წუთში კილიან მბაპემ პენალტით წონასწორობა აღადგინა.

72-ე წუთზე დანი კარვახალის გაძევების გამო „რეალი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, მაგრამ მაინც მოიგო, რადგან 81-ე წუთზე მბაპემ მეორე პენალტი გაიტანა და დუბლი შეასრულა.

ამრიგად, ჩაბი ალონსოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო.

„რეალი“ – „მარსელი“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ვეა (22), 1:1 მბაპე (29, პენ), 2:1 მბაპე (81, პენ)

0.166721