ფეხბურთი

2:45 | 17.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილდიზი, როგორც დელ პიერო 30 წლის წინ...

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „იუვენტუსის“ და „დორტმუნდის“ მატჩი ზღაპრული გამოდგა - 4:4.

„დორტმუნდი“ სამჯერ იგებდა, მათ შორის, ორბურთიანი უპირატესობით 94-ე წუთამდე, მაგრამ „იუვენტუსმა“ ბოლო ორ წუთში ორჯერ გაიტანა და ქულა გადაარჩინა.

თუმცა, ეს მატჩი დრამატიზმის გარდა, ლამაზი გოლებითაც დასამახსოვრებელია, ყველაზე ლამაზი გოლი კი, 63-ე წუთზე ქენან ილდიზმა გაიტანა, რომელმაც იმ დროისთვის ანგარიში 1:1 გახადა.

20 წლის თურქი ფეხბურთელის გოლი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ასევე მაშინ, 20 წლის ალესანდრო დელ პიეროს გოლს, რომელიც აგრეთვე, „დორტმუნდს“ გაუტანა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ზუსტად 30 წლის წინ, 1995 წლის 13 სექტემბერს.

ახლა, ყველა ამ გოლების მსგავსებაზე საუბრობს, მათ შორის, „იუვენტუსის“ სოციალური ქსელიც, სადაც გაიხსენეს: „ის დარტყმა, ის გოლი, იმ ტრაექტორიით, „დორტმუნდის“ წინააღმდეგ. ყველას ერთი და იგივე გოლი გაგვახსენდა“.

0.099642