ფეხბურთი

9:27 | 17.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ყარაბაღთან" მარცხის შემდეგ "ბენფიკადან" მთავარი მწვრთნელი დაითხოვეს

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ლისაბონის "ბენფიკა" ყველასთვის მოულოდნელად აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან" საკუთარ მოედანზე 2:3 დამარცხდა, თანაც მე-16 წუთისთვის აზერბაიჯანული კლუბს ორბურთიანი ჩამორჩენა ჰქონდა, თუმცა სტუმრებმა დაქამბექება შეძლეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

აღნიშნული მარცხი "ბენფიკას" მთავარ მწვრთნელ ბრუნო ლაჟეს ძვირად დაუჯდა, რადგან მატჩის დასრულების შემდეგ ხელმძღვანელობამ ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

როგორც ლისაბონური კლუბის პრეზიდენტმა რუი კოშტამ განაცხადა, კლუბის ახალი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მისი თქმით, ახალი მწვრთნელი მხოლოდ გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე იქნება, რაც გუნდს ამ მომენტში ძალიან სჭირდება.

ცნობისთვის, ბრუნო ლაჟე "ბენფიკას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორჯერ მუშაობდა, პირველად 2018-19 წლებში, ხოლო მეორედ გასული წლის სექტემბერში დაინიშნა.

აქვე გეტყვით, რომ დიდია შანსი "ბენფიკა" ჟოზე მოურინიომ ჩაიბაროს, რომელმაც სულ ახლახანს დატოვა "ფენერბახჩე". ამის შესახებ პორტუგალიურ მედიაში აქტიურად იწერება.

0.171599