ფეხბურთი

19:27 | 17.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას გოლი საბერძნეთის თასზე

საბერძნეთის თასის პირველ ეტაპზე „ოფიმ“ „კავალა“ 3:0 დაამარცხა, ხოლო ლევან შენგელიამ გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა ეფექტური დარტყმით მეტოქის კარი 42-ე წუთზე დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა.

ლევან შენგელიას მიმდინარე სეზონში სამი მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი გოლის გატანა შეძლო.

0.179598