„ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტი ალი კოჩი ლისაბონის „ბენფიკაში“ ჟოზე მოურინიოს მოსალოდნელ დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უცნაური დამთხვევაა.
„წავიკითხე ინფორმაცია, რომ ჟოზე მოურინიო „ბენფიკაში“ ინიშნება. არ ვიცი, სიმართლეა თუ არა, მაგრამ თუ ასეა, ვიტყოდი, რომ უცნაური დამთხვევაა“, - თქვა კოჩმა.
მოურინიო „ფენერბაჰჩედან“ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თურქული კლუბი „ბენფიკასთან“ დამარცხდა. ეს სულ რაღაც სამი კვირის წინ მოხდა.