„ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 48-ე გოლი გაიტანა, რითაც ანდრეი შევჩენკოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლების რაოდენობას გაუთანაბრდა.
სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ (3:2) გაიტანა.
სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს. კლუბთან მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ მატჩში „გალათასარაის“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 სექტემბერს გაიმართება.