პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განმარტა, თუ რატომ შეასრულა თავდამსხმელმა ბრედლი ბარკოლამ პენალტი „ატალანტასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მოგებულ მატჩში, რომელიც 4:0 დასრულდა. ბარკოლამ თერთმეტმეტრიანი 44-ე წუთზე ვერ გაიტანა.
„მე ვნიშნავ შემსრულებლებს. ჩვენ გვყავს რამდენიმე მოთამაშე, რომლებსაც შეუძლიათ პენალტის შესრულება. გადავწყვიტეთ, ამჯერად ბრედლის დაერტყა, როგორც წესი, დემბელე, ვიტინია, რამოსი ან ნუნუ მენდეში ასრულებენ პენალტებს“, - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს L’equipe.
პსჟ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ მატჩში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, ხოლო „ატალანტა“ ბელგიურ „ბრიუგეს“. მატჩები შესაბამისად 1 ოქტომბერს და 30 სექტემბერს გაიმართება.