მადრიდის „რეალის“ მარჯვენა მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ტრავმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში „მარსელთან“ (2:1) დაიზიანა.
„რაც შეიძლება მალე დავბრუნდები და უფრო ძლიერი, ვიდრე ადრე. ცოტა ხანში შევხვდებით, მადრიდისტებო“, - დაწერა ინგლისელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი „მარსელთან“ მატჩის მეხუთე წუთზე შეცვალეს. მის ნაცვლად მინდორზე მცველი დანიელ კარვახალი შევიდა. ინგლისელი „ლოს ბლანკოსს“ ამ ზაფხულს „ლივერპულიდან“ შეუერთდა.