ჭიდაობა

17:27 | 19.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

3 ოქროს შანსი

მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ფინალში ჭიდაობის უფლება სამმა ქართველმა სამბისტმა მოიპოვა. აქედან ორი ვაჟთა ნაკრების წევრია, ერთი კი, ქალთა გუნდისა.
57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე უშანგი კუზანაშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ისლამ გასუმოვს დაუპირისპირდება. ბესარიონ ბერულავას (74 კგ) მეტოქედ რუსი ალექსანდრ შაბუროვი ერგო, ხოლო ირინე ლეონიძეს (80 კგ) – ბულგარელი მარია ორიაშკოვა.
შეგახსენებთ, რუსეთის დედაქალაქში ევროპირველობა გუშინ დაიწყო და საქართველოს ნაკრების წევრებმა გენადი ჩირგაძემ (52 კგ) და ლევან ნახუცრიშვილმა (68 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.092643