პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის მე-8 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაზე მეტი, 3-3 მოთამაშე “ევერტონიდან” და “საუთჰემპტონიდან” არიან მოხვედრილები.
პრემიერლიგის მე-8 ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”);
მცველები: გლენ ჯონსონი (“ლივერპული”), სიმუს კოულმენი, ფილ იაგიელკა, ლეიტონ ბეინსი (სამივე “ევერტონი”);
ნახევარმცველები: გაბრიელ ობერტანი (“ნიუკასლი”), ოსკარი (“ჩელსი”), ჯეკ კორკი, დუშან ტადიჩი (ორივე “საუთჰემპტონი”);
თავდამსხმელები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”).