ფეხბურთი

13:04 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: „ჩვენ სრულყოფილად შევასრულეთ დავალება“

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა გუშინდელი „ელ კლასიკოზე“ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გუშინ მისმა გუნდმა სრულყოფილად შეასრულა ანჩელკოტის დავალება, რაც შედეგზეც აისახა - 3:1.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან გუშინდელ მატჩში ჩვენი მხრიდან ნაჩვენები თამაში სრულყოფილი იყო. „რეალმა“ აჩვენა, რომ მასაც შეუძლია ბურთის ფლობა და სანახაობრივი თამაში“, - ნახევრად ხუმრობით აღნიშნა რამოსმა.
სერხიო რამოსმა „ელ კლასიკომდე“ „ლევანტესთან“ და „ლივერპულთან“ მატჩები ტრამვის გამო გამოტოვა და გუნდს სწორედ გუშინდელ შეხვედრაში დაუბრუნდა.

თორნიკე ზეიკიძე

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094382