პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის პირველად მოხვდა ლივერპულის "ევერტონის" თავდამსხმელი კამერუნელი სამუელ ეტოო და ლონდონის "არსენალის" ჩილელი ფორვარდი ალექსის სანჩესი.
პრემიერლიგის გასული ტურის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: რობერტ გრინი ("ქუინზ პარკ რეინჯერსი").
მცველები: კალუმ ჩემბერსი ("არსენალი"), ბრედე ჰანგელანდი ("კრისტალ პალასი"), სტივენ ტეილორი ("ნიუკასლი"), აარონ ქრისუელი ("ვესტ ჰემი").
ნახევარმცველები: სადიო მანე ("საუთჰემპტონი"), მაილ იედინაკი ("კრისტალ პალასი"), მორგან ამალფიტანო ("ვესტ ჰემი"), ჯეფერსონ მონტერო ("სუონსი").
თავდამსხმელები: ალექსის სანჩესი ("არსენალი"), სამუელ ეტოო ("ევერტონი").