პრემიერლიგის მე-10 ტური “სენტ ჯეიმს პარკზე” ძალიან საინტერესო შეხვედრით დაიწყო: მშვენიერ ფორმაში შესული “ნიუკასლი”, კრიზისში მყოფ “ლივერპულს” იღებდა.
შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა და ორივე გუნდს ჰქონდა თავისი შანსები. თუმცა, “ლივერპული” რომ ძალიან ცუდ დღეშია აშკარაა. ვერ ამართლებენ კლუბის ახალწვეულები და შედეგიც ლოგიკურია. ლუის სუარესის შემცვლელად მოსული მარიო ბალოტელი ძალიან ცუდად გამოიყურება და გუნდს გატანა ძალიან უჭირს. საპირისპირო შეიძლება ვთქვათ “ნიუკასლზე”, ალან პარდიუმ გუნდი აშკარად დაალაგა და შედეგიც სახეზეა. სწორედ მისმა შეცვლამ განაპირობა “კაჭკაჭების” გამარჯვება. ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე სისეს ნაცვლად გამოსულმა პერესმა გაიტანა და თავის გუნდს პრემიერლიგაში (ლიგის თასზე “ნიუკასლმა” “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა) ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოუპოვა.
კვლავ დამაჯერებელია ლონდონის “ჩელსი”, რომელმაც შინ “ქუინზ პარკ რეინჯერსი” დაამარცხა და მე-2 ადგილოსანთან 4 ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. ლონდონელებმა პირველი ნახევარი ოსკარის შესანიშნავი გოლით მოიგეს, სესკ ფაბრეგასმა კი, მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა. მეორე ტაიმში სტუმრებმა გაიბრძოლეს და აუსტინმა 62-ე წუთზე ქუსლური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, რედნაპის გუნდმა ვერ გაძლო. ედუარდო ვარგასმა საჯარიმოში ედენ აზარი წააქცია, რასაც პენალტი მოჰყვა, რომელიც დაზარალებულმა უნაკლოდ შეასრულა – 2:1.
ძალიან გაუჭირდა ლონდონის “არსენალს” მაჩანჩალა “ბარნლის” გატეხვა, რომელიც 70 წუთი უძალიანდებოდა მეტოქეს. ამ სეზონში როგორც ხშირად ხდება, “მეთოფეებს” ალექსის სანჩესმა უშველა, რომელმაც 70-ე წუთზე გახსნა ანგარიში. 2 წუთში ჩემბერსმა მეორეც გაიტანა, ხოლო 91-ე წუთზე ალექსისმა დუბლი შეასრულა - 3:0.
ყველას გაოცებას განაგრძობს რონალდ კუმანის “საუთჰემპტონი”, რომელმაც ამჯერადაც მოახერხა გამარჯვება. ვანიამას გოლის წყალობით “წმინდანებმა” გასვლაზე “ჰალი” დაამარცხეს.
უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, “ევერტონმა” შინ “სუონსის” ვერ მოუგო, რომელმაც ბოლო 20 წუთი შელვის გაძევების გამო კაცნაკლული ჩაატარა. რობერტო მარტინესის შეგირდებს არაერთი მომენტი ჰქონდათ, მარტო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროშა ლუკაკუსა და პიენაარს 100%-იანი მომენტები შეექმნათ, მაგრამ მერსესაიდელთა დღე არ იყო.
“ვესტ ბრომვიჩმა” გასვლაზე კამბიასოს ავტოგოლით მოუგო “ლესტერს”, ხოლო “სტოკმა” და “ვესტ ჰემმა” ქულები გაიყვეს “ბრიტანია სთედიუმზე”.
ნიუკასლი – ლივერპული 1:0 (0:0)
ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლოჩინი, ტეილორი, დუმეტი, ჯანმაატი, აბედი, კოლბეკი, ამეობი (კაბელია 66), სისოკო, ობერტანი (აარონსი 27), სისე (ა.პერესი 46).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
ლივეპული (4-1-2-3): მინოლე, ლოვრენი, შკრტელი, ჯონსონი, მორენო, ჯერარდი, ალენი (ბორინი 66), ჰენდერსონი, სტერლინგი, კოუტინიო (ლამბერტი 80), ბალოტელი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლი: ა.პერესი 73.
გაფრთხილებები: ტეილორი, სისოკო, ჯანმაატი, კოლბეკი – შკრტელი, ჰენდერსონი, ლოვრენი
მსაჯი: ანდრე მარინერი
არსენალი – ბარნლი 3:0 (0:0)
ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”
არსენალი (4-2-3-1): შესნი, მერტესაკერი, მონრეალი, გიბსი, ჩემბერსი, ფლამინი, არტეტა (რემსი 63), კასორლა, ჩემბერლენი (უოლკოტი 80), ალექსისი, უელბეკი (პოდოლსკი 80).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, შაკელი, დაფი, იარდი, ტრაიპერი, ჯონსი, მარნი (ჩალობაჰი 80), ბოიდი, არფილდი, სორდელი (იუტკევიჩი 69), ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი
გოლები: 1:0;3:0 სანჩესი (70;91), 2:0 ჩემბერსი (72).
გაფრთხილებები: ბოიდი
მსაჯი: კრეიდ პაუსონი
ჩელსი – ქპრ 2:1 (1:0)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, კეჰილი, ტერი, ივანოვიჩი, ლუისი, მატიჩი, ფაბრეგასი, აზარი (რამირესი 93), ოსკარი, ვილიანი (დროგბა 64), კოშტა (შურლე 78).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
ქპრ (4-4-1-1): გრინი, კოლკერი, დანი, იუნი, ისლა, სანდრო, ჰენრი, ვარგასი, ჰოილეტი (ზამორა 60), ფერი (ტრაორე 84), აუსტინი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი
გოლები: 1:0 ოსკარი (32), 1:1 აუსტინი (62), 2:1 აზარი (75 პენ.).
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ევერტონი – სუონსი 0:0
ლივერპული, “გუდისონ პარკი”
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, ალკარაზი (ბეშიჩი 32), იაგიელკა, ბეინსი, კოულმენი, მაკკარტი, ბერი, ბარკლი, ნეისმიტი (პიენაარი 68), მაკგიდი (ლუკაკუ 68), ეტო’ო.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსი, უილიამსი, ფერნანდესი, ტეილორი, რანხელი, კი, შელვი, მონტერო (დაიერი 79), სიგურდსონი (კეროლი 76), რუტლიჯი, ბონი (გომისი 61).
მწვრთნელი: გარი მონკი
გაფრთხილებები: ბერი, ბეშიჩი – შელვი, ბონი, უილიამსი, სიგურდსონი
გაძევება: შელვი 72.
მსაჯი: კევინ ფრენდი
ჰალი – საუთჰემპტონი 0:1 (0:1)
ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”
ჰალი (3-4-2-1): იაკუპოვიჩი, მაკშეინი (ალუკო 64), ჩესტერი, კ.დევისი, ლივერმორი, ჰადლსტოუნი, ბრედი (ქუინი 83), ელმოჰამედი, დიამე, ბენ არფა (რობერტსონი 73), ერნანდესი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ალდერვეირელდი, ფონტე, კლაინი, ბერტრანი, ს.დევისი, ვანიამა, შნეიდერლენი, ლონგი (მანე 62), ტადიჩი (კორკი 81), პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გოლი: ვანიამა 3.
გაფრთხილებები: დიამე
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ლესტერი – ვესტ ბრომვიჩი 0:1 (0:0)
ლესტერი, “კინგ ფაუერ სთედიუმი”
ლესტერი (4-3-3): შმეიხელი, მორგანი, ვასილევსკი, დე ლაეტი, კონჩესკი, დრინკვოთერი (პაუელი 81), კამბიასო, ჯეიმსი, ვარდი (ვუდი 81), კინგი, ნუჯენტი (ულოა 68).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ლესკოტი, დოუსონი, პოცონიოლი (გამბოა 91), უისდომი, გარდნერი, მორისონი, ბრანტი, დონანსი, სესენიონი (იაკობი 82), ბერაჰინო (ანიჩებე 88).
მწვრთნელი: ალან ირვინი
გოლი: კამბიასო 47 ს.კ.
გაფრთხილებები: გარდნერი
მსაჯი: სტიუარტ ატველი
სტოკი – ვესტ ჰემი 2:2 (1:0)
სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, უილსონი, შოუკროსი, კამერონი, პიტერსი, სიდუელი, ნ’ზონზი, კრკიჩი (ადამი 82), მოზესი, უოლტერსი, დიუფი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი, რიდი (ტომკინსი 24), კოლინსი, ჯენკინსონი, კრესველი, ნობლი (ნოლანი 68) სონგი, კუაიტე, ამალფიტანო (კოული 46), დაუნინგი, ვალენსია.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გოლები: 1:0 მოზესი (33), 2:0 დიუფი (55), 2:1 ვალენსია (60), 2:2 დაუნინგი (73).
გაფრთხილებები: სიდუელი – კოლინსი
მსაჯი: კრის ფოი
ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 9. ბერაჰინო (“ვესტ ბრომვიჩი”), ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 7. გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”), დიაფრა სახო (“ვესტ ჰემი”) – 6.