ფეხბურთი

2:04 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბაპტიშტაომ “რაიო ვალეკანო” ვერ იხსნა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტური “ესტადიო ვალეკასზე” გამართული შეხვედრით დასრულდა. ადგილობრივმა “რაიო ვალეკანომ” “ეიბარი” მიიღო და უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა.

პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, თუმცა უფრო მეტად სტუმრებს გაუმართლათ, რომელთაც პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, რითაც არუაბარენამ ისარგებლა და ანგარიში 37-ე წუთზე გახსნა.
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე, პიოვაკარიმ მეორე ბურთი გაუტანა მასპინძლებს და ბასკებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. უიმედო შეხვედრა ლეო ბაპტიშტაომ 2 წუთში შემოაბრუნა და დროის ამ მონაკვეთში დუბლი გაიფორმა, მაგრამ ბრაზილიელს გარჯა არ დაუფასდა. მადრიდელებმა გათანაბრება არ იკამარეს და მოსაგებად გაიწიეს, რისთვისაც ისინი 86-ე წუთზე არუაბარენამ დასაჯა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა – 2:3.

ამ გამარჯვებით, “ეიბარი” 13 ქულით მე-9 პოზიციამდე აღზევდა, ხოლო “რაიო ვალეკანო” 11 ქულით მე-12 ადგილზე დარჩა.

რაიო ვალეკანო – ეიბარი 2:3 (0:1)


მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”

რაიო ვალეკანო (4-2-3-1):
ტონიო (კობენიო 27), ზე კასტრო (ლიკა 52), ამაია, ტიტო, ნაჩო, ტრაშორასი, ბაენა, კაკუტა, ბუენო, აკინო (მანუჩო 63), ბაპტიშტაო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

ეიბარი (4-2-3-1):
ირურეტა, ალბენტოსა, ეკიზა, ბოვედა, კასტელიანო (რ.ნავასი 75), დ.გარსია, ერასტი, არუაბარენა, ბერხონი, კაპა (აბრაჰამი 69), პიოვაკარი (დელ მორალი 75).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლები:
0:1;2:3 არუაბარენა (37 პენ;86), 0:2 პიოვაკარი (49), 1:2;2:2 ბაპტიშტაო (67;68).
გაფრთხილებები: ნაჩო - კასტელიანო, დ.გარსია
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 16. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 9. ლეო მესი (“ბარსელონა”), კარლოს ბაკა (“სევილია”), ხოაკინ ლარივეი ("სელტა") – 7.

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093601