ფეხბურთი

2:54 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“შავმა კატებმა” “არწივებს” აჯობეს

ინგლისის ჩემპიონატის მე-10 ტური “შელჰარსტ პარკზე” გამართული შეხვედრით დასრულდა. ადგილობრივმა “კრისტალ პალასმა” “სანდერლენდს” უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

სეზონი ორივე კლუბმა ცუდად დაიწყო და თამაშის წინ ნილ უორნოკის გუნდი მე-16 პოზიციას იკავებდა, ხოლო გუსტავო პოეტის კრებული მე-18 ადგილზე იყო მოკალათებული. პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით წარიმართა, რაც 31-ე წუთზე სტივენ ფლეტჩერის ერთადერთ გატანილ გოლში აისახა.
მეორე ტაიმის დასაწყისი “შავი კატებისთვის” მთლად კარგი არ გამოდგა, ცვლილებაზე შემოსულმა უესლი ბრაუნმა ძველი დრო გაიხსენა და მორიგი ავტოგოლი მიითვალა. ამის შემდეგ, სტუმრებმა კიდევ უფრო შეუტიეს, რამაც შედეგი მატჩის ბოლო მონაკვეთში გამოიღო. 79-ე წუთზე ხორდი გომესმა სტუმრები დააწინაურა, ხოლო 95-ე წუთზე ფლეტჩერმა დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო წერტილი დასვა – 1:3.

“სანდერლენდი” გასავარდნ ზონას მოშორდა და 11 ქულით მე-15 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხებათ “არწივებს”, ისინი 9 ქულით მე-17 ადგილამდე დაქვეითდნენ და გასავარდნ ზონაში მხოლოდ იმიტომ არ იმყოფებიან, რომ ბურთების სხვაობა “ლესტერზე” უკეთესი აქვთ.

კრისტალ პალასი – სანდერლენდი 1:3 (0:1)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-4-1-1): სპერონი, ჰანგელანდი (გაილი 84), დანი, კელი, იარდი, ბოლასი, ლედლი, იედინაკი, ზაჰა, კემპბელი, შამახი (პანჩონი 76).
მწვრთნელი: ნილ უორნოკი

სანდერლენდი (4-1-4-1): პანტელიმონი, ვან აანჰოლტი (ბრაუნი 37), ოში, ვერჯინი, რეველიერი, კატერმოლი, გომესი, ლარსონი, ბაკლი (ბრიდკუტი 82), ვიკჰემი (ალტიდორი 78), ს.ფლეტჩერი.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

გოლები: 0:1;1:3 ს.ფლეტჩერი (31;95), 1:1 ბრაუნი (55 ს.კ.), 1:2 გომესი (79).
გაფრთხილებები: იედინაკი – ბაკლი, პანტელიმონი, კატერმოლი
გაძევება: იედინაკი 87.
მსაჯი: ფილ დაუდი

ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) –10. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 9. ბერაჰინო (“ვესტ ბრომვიჩი”), ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 7. გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”), დიაფრა სახო (“ვესტ ჰემი”) – 6.

0.090754