ფეხბურთი

0:58 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

იღბალი თუ კლასი?!

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონატი ძალიან საინტერესო მატჩებით დაგვიბრუნდა. მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ემირათს სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “არსენალმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

კლუბები შეხვედრას დიდი დანაკლისებით შეხვდნენ. “არსენალს” დებუში, კოშელნი, ოსპინა და ოზილი აკლდა, ხოლო “მანჩესტერს” ლინგარდი, ფალკაო, ჯონსი, ევანსი, რაფაელი და ბლინდი. მატჩი აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და მეტოქის დიდი ძალებით შეუტიეს. მასპინძელთაგან გამოირჩეოდა ალექსის სანჩესი, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა სტუმართა მცველებს და მუდმივად ზეწოლის ქვეშ ჰყავდა. პირველი 100%-იანი მომენტი ჯეკ უილშირს ჰქონდა, რომელიც ძალიან ცუდად გაისარჯა და პირდაპირ დე ხეას გაარტყა ბურთი. მალე ლონდონელებს კიდევ ერთი კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ დე ხეამ კიდევ ერთხელ ითამაშა კარგად. პირველ ნახევარში სტუმრებს ერთადერთი კარგი მომენტი ჰქონდათ, დი მარიას დარტყმული მცირედით აცდა შესნის კარს. “იუნაიტედს” პრობლემები პირველ ტაიმში კიდევ დაემატა, მე-16 წუთზე ლუკ შოუ დაშავდა და მის ნაცვლად იანგი ჩაერთო თამაშში.
მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად დაიწყო, “არსენალი” ბევრს უტევდა, თუმცა შედეგი არ ჩანდა. 56-ე წუთზე კი, კონტექსტიდან ამოვარდნილი გოლი ვიხილეთ. შესნიმ და მცველებმა შეუთანხმებლად ითამაშეს, ბურთი ვალენსიას მიუვიდა, რომელმაც უხეიროდ დაარტყა, მაგრამ ძალიან გაუმართლა, რადგან ბურთი გიბსს მოხვდა და კარში შევარდა. გაშვებული გოლის გარდა, “არსენალმა” მეკარეც დაკარგა, რადგან შესნიმ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მარტინესი გამოჩნდა. თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო ვერც უილშირმა და ვენგერს მეორე იძულებითი შეცვლის გაკეთება მოუწია, მინდორზე სანტი კასორლა გამოჩნდა. “მეთოფეებმა” მთელი ძალებით შეუტიეს და უკანა ხაზი მოაშიშვლეს, რითაც შესანიშნავად ისარგება “იუნაიტედმა” და რუნიმ კონტრშეტევაზე მეორედ დაამწუხრა ლონდონელები. ანალოგიურად შეეძლო გაეტანა დი მარიასაც, მაგრამ არგენტინელმა ვერ ივარგა, რის გამოც “მანჩესტერის” ფანებს გვარიანად მოუწიათ ნერვიულობა. 95-ე წუთზე სამთვიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ოლივიე ჟირუმ მშვენიერი გოლი გაიტანა და სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება მასპინძლებმა ვეღარ შეძლეს. სათქმელია ისიც, რომ ჟირუს უფრო ადრე გამოყვანა მართებული იქნებოდა, რადგან ფრანგმა აშკარად გაამწვავა შეხვედრა და მისი სტილის ფორვარდი ძალიან საჭირო იყო ასეთ დროს.
მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ “არსენალმა” ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე, მაგრამ მაინც წააგო. ზოგი იტყვის, რომ “იუნაიტედს” გაუმართლა, ზოგი იტყვის კლასის ხარჯზე მოიგოო.. ფაქტი ერთია, ვან გაალის გუნდმა პრინციპულ შეხვედრაში იმარჯვა და ოთხეულში შევიდა.

კვლავ უპრობლემოდ იმარჯვა ლონდონის “ჩელსიმ”, რომელიც გამოკვეთილად ლიდერობს პრემიერლიგას. “არისტოკრატებმა” კოშტასა და აზარის გოლებით მოუგეს “ვესტ ბრომვიჩს”.

გაუჭირდა “მანჩესტერ სიტის”, რომელიც შინ “სუონსის” ხვდებოდა. “გედები” ვილფრიდ ბონის გოლით იგებდნენ, თუმცა იოვეტიჩმა და ტურემ მოახერხეს და 3 ქულა მოუპოვეს თავიანთ გუნდს.

ვეღარ აჩერებენ ალან პარდიუს “ნიუკასლს”. “კაჭკაჭებმა” სეზონი საშინლად დაიწყეს და მათი თავკაცი ძვლივს გადაურჩა გაგდებას, რომელმაც ყველა კრიტიკოსი დაადუმა და ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო პრემიერლიგაში. “ჯორდებმა” სისოკოს გოლით მოუგეს ქპრ-ს.

“ევერტონმა” შინ “ვესტ ჰემი” დაამარცხა, “ბარნლიმ” “ბრიტანია სთედიუმზე” მოუგო “სტოკს” და ზედიზედ მეორედ იმარჯვა. “ლესტერმა” და “სანდერლენდმა” კი, უგოლო ფრე გააგორეს.

ჩელსი – ვესტ ბრომვიჩი 2:0 (2:0)


ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, ფაბრეგასი, მატიჩი, ოსკარი (რემი 79), ვილიანი (რამირესი 86), აზარი, კოშტა (დროგბა 84).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, დოუსონი, ლესკოტი, უისდომი, ბაირდი (გამბოა 68), იაკობი, გარდნერი, ბრანტი, სესენიონი, დორანსი (მორისონი 84), ბერაჰინო (ანიჩებე 78).
მწვრთნელი: ალან ირვინი

გოლები: 1:0 კოშტა (11), 2:0 აზარი (25).
გაფრთხილება: ვილიანი
გაძევება: იაკობი 29.
მსაჯი: ლი მეისონი

ევერტონი – ვესტ ჰემი 2:1 (1:0)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1):
ჰოვარდი, დისტინი, იაგიელკა, ჰიბერტი, კოულმენი, მაკკარტი, ოსმანი, ნეისმიტი (ატსუ 89), მირალაში (ეტო’ო 66), ბარკლი (ბეშიჩი 80), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ვესტ ჰემი (4-1-3-2): ადრიანი, რიდი, ტომკინსი, კრესველი, ჯენკინსონი, კოლინსი, ნობლი (იარვისი 52), ნოლანი, ამალფიტანო (ვაზ ტე 82), კოული (ზარატე 51), კეროლი.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 1:0 ლუკაკუ (26), 1:1 ზარატე (56), 2:1 ოსმანი (73).
გაფრთხილებები: მაკკარტი, მირალაში – რიდი, ტომკინსი, კოლინსი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

მანჩესტერ სიტი – სუონსი 2:1 (1:1)


მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-4-1-1): ჰარტი, კომპანი, დემიჩელისი, კლიში, ზაბალეტა, ტურე, ფერნანდინიო (ფერნანდო 88), ნასრი (მილნერი 79), ნავასი, იოვეტიჩი (ლამპარდი 70), აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ბერტლი, რანხელი, ტეილორი, კეროლი (შელვი 67), კი, სიგურდსონი (გომისი 79), დაიერი (ბაროუ 77), ბონი.
მწვრთნელი: გარი მონკი

გოლები: 0:1 ბონი (9), 1:1 იოვეტიჩი (19), 2:1 ტურე (62).
გაფრთხილებები: კომპანი, დემიჩელისი – ბერტლი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

არსენალი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:2 (0:0)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): შესნი (მარტინესი 59), მონრეალი, მერტესაკერი, გიბსი, ჩემბერსი, არტეტა, რემსი (ჟირუ 77), უილშირი (კასორლა 55), ჩემბერლენი, სანჩესი, უელბეკი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მანჩესტერ იუნაიტედი (3-4-1-2): დე ხეა, ბლეკეტი, სმოლინგი, მაკნაირი, შოუ (იანგი 16), კერიკი, ფელაინი, ვალენსია, რუნი, დი მარია, ვან პერსი (უილსონი 75).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 0:1 გიბსი (56 ს.კ.), 0:2 რუნი (85), 1:2 ჟირუ (95).
გაფრთხილებები: კასორლა, ჟირუ – უილსონი
მსაჯი: მაიკლ დინი

ნიუკასლი – ქპრ 1:0 (0:0)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, დუმეტი, უილიამსონი, ჰაიდარა, ჯანმაატი, ტეილორი (გუფრანი 34), კოლბეკი, ამეობი, სისოკო, კაბელია (სისე 68), პერესი (არმსტრონგი 89).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ქპრ (4-4-2): გრინი, კოლკერი, დანი, იუნი, ონიოჰა, ჰენრი (ჰიოლეტი 82), სანდრო (კრანჩარი 61), ბარტონი, ფერი, ზამორა, აუსტინი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი

გოლი: სისოკო 78.
გაფრთხილებები: სისოკო, არმსტრონგი – დანი, ონიოჰა,ზამორა
მსაჯი: კრის ფოი

სტოკი – ბარნლი 1:2 (1:2)


სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, კამერონი, შოუკროსი, მუნიესა, ბერდსლი, სიდუელი (ადამი 78), ნ’ზონზი, მოზესი (არნაუტოვიჩი 56), კრკიჩი, უოლტერსი, დიუფი (კრაუჩი 60).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, დაფი (კინი 76), შაკელი, იარდი, ტრაიპერი, ჯონსი, მარნი, ბოიდი, კიგტლი (იუტკევიჩი 60), ბარნსი, ინგსი (რიდი 86).
მწვრთნელი: სეან რიჩი

გოლები: 0:1;0:2 ინგსი (12;13), 1:2 უოლტერსი (32).
გაფრთხილებები: დიუფი, სიდუელი – ინგსი, ჰიტონი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ლესტერი – სანდერლენდი 0:0

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, მორგანი, ვასილევსკი, კონჩესკი, დე ლაეტი, კამბიასო, ჯეიმსი, მაჰრეზი, შლუპი (კნოკაერტი 79), ვარდი (ნუჯენტი 72), ულოა (ვუდი 88).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

სანდერლენდი (4-3-3): პანტელიმონი, ბრაუნი, ოში, ვერჯინი, რეველიერი, გომესი (ბაკლი 86), ლარსონი (ბრიდკუტი 75), კატერმოლი, ვიკჰემი, ჯონსონი, ფლეტჩერი.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

გაფრთხილებები: ვარდი, დე ლაეტი – ლარსონი, კატერმოლი, ფლეტჩერი
მსაჯი: რობერტ მედლი

ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) –12. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 10. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 8. ბერაჰინო (“ვესტ ბრომვიჩი”) - 7.

0.164752