სანაკრებო პაუზის შემდგომ, იტალიის სერია A-ს მე-12 ტური “ატალანტასა” და “რომას” შეხვედრით გაიხსნა. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა სტუმართა გამარჯვებით (2:1) დასრულდა.
ანგარიში მასპინძლებმა შეხვედრის პირველივე წუთზე გახსნეს. მარჯვენა ფლანგზე რაიმონდიმ გამოცდილ ეშლი კოულს გვერდი ადვილად აუარა და საჯარიმოში უმეთვალყურეოდ მყოფი მაქსი მორალესი მოძებნა, რომელმაც მორგან დე სანკტისის კარში ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა. რომაელმა “მგლებმა” გათანაბრება 23-ე წუთზე მოახერხეს, მოედნის ცენტრში კარგად მირალემ პიანიჩმა ითამაშა, რომელმაც მარცხენა ფლანგზე ადემ ლიაიჩი მონახა, ვინაც თავის მხრივ საჯარიმოს შუაში შეიწია და ბერგამოელთა კიპერ სპორტიელოს შორეულ კუთხეში გაუტანა. შეხვედრის გადამწყვეტი გოლიც პირველ ტაიმში გავიდა. 42-ე წუთზე “რომას” გამარჯვება ბელგიელმა რედჯა ნაინგოლანმა მოუტანა. ბელგილემა ფეხბურთელმა ლიაიჩთან კარგი კომბინაცია გაითამაშა და თავისსავე დაწყებული შეტევა დააგვირგვინა. მეორე ტაიმში გუნდების მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა და რუდი გარსიას გუნდიც “იუვენტუსს” გაუთანაბრდა, თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა რამდენიმე საათით...
თავის მხრივ, დღის ცენტრალური მატჩი რომში გაიმართა, სადაც “ლაციომ” ლიდერი “იუვენტუსი” მიიღო. ბევრი დაძაბულ ბრძოლას ელოდა, თუმცა “ბებერმა ქალბატონმა” 3 ქულის მოპოვება ადვილად მოახერხა. ანგარიში 24-ე წუთზე პოლ პოგბამ გახსნა, რომელიც კარლოს ტევესის გადაცემის შემდეგ, ფედერიკო მარკეტისთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა და გატანა არ გასჭირვებია. ტურინელებმა ორამდე სხვაობა 55-ე წუთზე გაზარდეს, ამჯერად პირველი გოლის ასისტენტმა ტევესმა თავად გაიტანა. არგენტინელმა კლაუდიო მარკიზიოსგან კარგი გადაცემა მიიღო და საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა. შეხვედრას წერტილი 64-ე წუთზე ისევ პოგბამ დაუსვა. გატანილი გოლი კი მართლაც ლამაზი გამოდგა, ანდრეა პირლოსა და რობერტო პერეირას შესანიშნავი თამაშის შემდეგ, შეტევის დაგვირგვინება ფრანგ ნახევარმცველს არ გასჭირვებია. საბოლოოდ “იუვემ” “ლაციო” 3:0 გაანადგურა სატურნირო ცხრილში “რომასთან” 3 ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.
“ატალანტა” – “რომა” 1:2 (1:2)
ბერგამო, “ატლეტი აძური”
“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; სტენდარდო, ბელინი, კერუბინი, დრამე; რაიმონდი, ბაზელი (გრასი 69), კარმონა, გომესი (ბოაჩი 75); მორალესი, დენისი (ბიანკი 75)
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ტოროსიდისი (სომა 48), მანოლასი, ასტორი, კოული; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; იტურბე (ფლორენცი 59), დესტრო, ლიაიჩი (კეიტა 81)
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლები: 1:0 მორალესი (1), 1:1 ლიაიჩი (23), 1:2 ნაინგოლანი (42)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (2) - 6 (2), ბურთის ფლობა: 47%-53%, კუთხურები: 3:3, გაფრთხილებები: 2:4, გაძევება: 1:0
მსაჯი: დავიდე მასა
“ლაციო” – “იუვენტუსი” 0:3 (0:1)
რომი, “სტადიო ოლიმპიკო”
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა (კავანდა 87), დე ვრეი, სანა, ბრაიფიედი; პაროლო, ბილია, ლულიჩი; კანდრევა, კლოზე (ჯორჯევიჩი 57), კეიტა (ანდერსონი 57)
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი; პოგბა, პირლო (ვიდალი 77), მარკიზიო; პერეირა (მატიელო 72); ტევესი, ლორენტე (მორატა 61)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 0:1 პოგბა (24) 0:2 ტევესი (55) 0:3 პოგბა (64)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (4) - 10 (6), ბურთის ფლობა: 47%-53%, კუთხურები: 7:4, გაფრთხილებები: 2:4, გაძევება: 0:1
მსაჯი: ანტონიო დამატო
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) - 9 გოლი. ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) - 8 გოლი. მაურო იკარდი (“ინტერი”) - 7 გოლი. ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე”) - 6 გოლი. ფილიპ ჯორჯევიჩი (“ლაციო”) – 6 გოლი.