პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის მე-12 ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
საუკეთესო 11-ფეხბურთელთა შორის პირველად მოხვდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა. ლონდონის "არსენალთან" სტუმრად მოგებულ (2:1) შეხვედრაში ახალგაზრდა მეკარემ 8 სეივი განახორციელა.
სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი - 3 წარმომადგენელი "მანჩესტერ სიტის" ჰყავს, "კრისტალ პალასს" - ორი, "საუთჰემპტონს", "ნიუკასლს", ლონდონის "ტოტენჰემს", "ბარნლის" და "ჩელსის" კი თითო-თითო.
პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი")
მცველები: ნეთანიელ კლინი ("საუთჰემპტონი"), პოლ დამეტი ("ნიუკასლი"), ჟოელ უარდი ("კრისტალ პალასი"), გაელ კლიში ("მანჩესტერ სიტი").
ნახევარმცველები: კრისტიან ერიქსენი ("ტოტენჰემი"), იაია ტურე ("მანჩესტერ სიტი"), ჯო ლედლი ("კრისტალ პალასი"), ედენ აზარი ("ჩელსი").
თავდამსხმელები: დანი ინგსი ("ბარნლი"), სტევან იოვეტიჩი ("მანჩესტერ სიტი").