კალათბურთი

20:09 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სოხუმთან” დავაში “ბათუმი” დაწინაურდა

კალათბურთში საქართველოს თასის 2014-15 წლების სეზონის საქართველოს თასის მეოთხედფინალური სერიის კენჭისყრამ ერთმანეთს ავტონომიური რესპუბლიკების ორი გუნდი, სუპერლიგის მონაწილე “ბათუმი” და “სოხუმი” დაუპირისპირა. აღნიშნული გუნდების პირველი შეხვედრა ბათუმში ჩატარდა. შეხვედრაში ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ რომლებიც 3 ამერიკელი ლეგიონერით არიან გაძლიერებულნი. ამის მიუხედავად, პირველ ტაიმში “სოხუმმა” მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და დროის ეს მონაკვეთი მხოლოდ ქულით 40:41 წააგო. მეორე ტაიმში “ბათუმის” უპირატესობა გამოიკვეთა. კობეშავიძის გუნდი თანდათან უმატებდა და შეხვედრა სასურველ შედეგამდე მიიყვანა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 80:65 ბათუმელთა სასარგებლოდ.

მასპინძელთა გამარჯვებაში ლომის წილი ამერიკელმა ლეგიონერებმა შეიტანეს. უკანახაზელმა ბობ ჯინ იანგმა ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა დააგროვა, იანგის თანამემამულეებიდან ორივე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ნიკოლას ჯეიმს კელოგმა 14 ქულა და 12 მოხსნა, ხოლო ცენტრალურმა თავდამსხმელმა ქრისტოფერ ლეონ ფელჩერმა 17 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა.

სტუმართა შორის ყველაზე მეტი 19 ქულა “სოხუმისა” და სუპერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა უკანახაზელმა ირაკლი ჩლაიძემ დააგროვა. ჩლაიძის თანაგუნდელებიდან ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი ჯგერენაია 10 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. სოხუმელთა რიგებში არ უთამაშია ლაშა ფარღალავას.

ამ გუნდების მეორე შეხვედრა 6 დეკემბერს თბილისის საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099295