ჩოგბურთი

14:08 | 9.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი დოჰაში პირველ ნომრადაა განთესილი

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში რჩება და მორიგ 10-ათასიან ტურნირში ითამაშებს.

ბასილაშვილს პირველი განთესვა გააჩნია და საწყის მატჩში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ინდოელ სუმიტ ნაგალს ეთამაშება.

ტურნირს უკვე გამოეთიშა ალექსანდრე მეტრეველი, რომელმაც მე-4 რეიტინგის მქონე ბრიტანელ დანიელ სმეტჰარსტთან 0:6, 3:6 წააგო.

წყვილებში მეტრეველი და რუსი ევგენი კარლოვსკისთან ბელარუსულ დუეტთან (ფილინი-იაციკი) 6:2, 3:6, 4:10 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097823