“მანჩესტერ სიტი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ნიუკასლიდან” თავდამსხმელ პაპის სისეს შეძენას აპირებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Star-ი იუწყება.
“სიტის” შეტევების ლიდერი სერხიო აგუერო ტრავმის გამო თვენახევარი ან ორი თვე ვერ ითამაშებს და მანჩესტერელები მის შემცვლელს ეძებენ. მითუმეტეს, რომ “სიტის” მთავარი მწვრთნელი გუნდის კიდევ ორი ფორვარდის, ჩერნოგორიელი სტევან იოვეტიჩისა და ბოსნიელი ედინ ჯეკოს თამაშით უკმაყოფილოა. “ნიუკასლი” სისეს 20 მილიონ გირვანქად აფასებს.
მიმდინარე სეზონში სენეგალელმა თავდამსხმელმა “ნიუკასლში” 9 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. მან დუბლი “ჩელსის” კარში შეასრულა (2:1) და ლონდონელთა წაუგებელი სერია შეწყვიტა.