ფეხბურთი

18:51 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სოსიედადს” იანუზაის აყვანა სურს

სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადს” “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევის, ადნან იანუზაის იჯარით აყვანა სურს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Star–ი.

როგორც იცით, ბასკური კლუბის მთავარი მწვრთნელი “იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი დევიდ მოიესია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გამოჩნდა იანუზაი “წითელი ეშმაკების” ძირითად გუნდში. “ჩური ურდინს” ბელგიელის 6-თვიანი იჯარით აყვანა უნდა.

“სოსიედადის” გარდა, ახალგაზრდა მოთამაშით მილანის “ინტერიც” ინტერესდება.

0.16831