ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტური პარასკევს, “ესტადიო ბალაიდოსზე” გამართული შეხვედრით გაიხსნა. ადგილობრივმა “სელტამ” ანდალუსიური “ალმერია” მიიღო და უდიდესი უპირატესობის მიუხედავად დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე ებრაელმა ფორვარდმა, ტომერ ჰემედიმ გაიტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულები მოუპოვა. დარჩენილ დროში “სელტას” ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შეძლეს და დაისაჯნენ. აღსანიშნავია, რომ შეცვლაზე შემოსულმა ნოლიტომ პენალტის გატანა ვერ შეძლო – 0:1. ვიგოელებმა ზედიზედ მე-5 შეხვედრა წააგეს ლა ლიგაში, ხოლო გოლი 6 მატჩია არ გაუტანიათ.
სუსტ მეტოქეებს არ ინდობს “ბარსელონა”, რომელმაც ბოლო 4 დღეში “ნოუ კამპზე” დამსწრე პუბლიკა 13 გატანილი გოლით ასიამოვნა. “ბლაუგრანას” მეტოქე ლა ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი “კორდობა” გახლდათ. შეხვედრა ისეთი სცენარით დაიწყო, რომ ადვილი მისახვედრი გახდა თუ რა ბედი ეწეოდა ანდალუსიურ კლუბს. მე-2 წუთზე რაკიტიჩის გადაცემა პედრომ გამოიყენა და ანგარიში გახსნა. გაშვებულმა გოლმა სტუმრები არ დააბნია. მათდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველი ნახევარი ცუდად არ ჩაუტარებიათ და რამდენიმე ნახევარმომენტიც ჰქონდათ. თავის მხრივ, რეალური შანსები ჰქონდათ მასპინძლებს, მაგრამ პირველი 45 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა.
სამაგიეროდ, “ბარსასთვის” კარგად დაიწყო მეორე ნახევარი და 53-ე წუთზე ლუის სუარესმა თავისი პირველი გოლი გაიტანა ლა ლიგაში. მე-80 წუთზე ხერარდ პიკეს ჯერი დადგა, რომელმაც თავური დარტყმით მესამეს დაამწუხრა ხუან კარლოსი. შეხვედრის ბოლოს კი, ლიონელ მესიმ გაიბრწყინა, რომელმაც 82-ე წუთზე დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან შეარხია მეტოქის კარის ბადე, ხოლო 91-ე წუთზე შესანიშნავი გოლით სტუმართა წვალებას წერტილი დაუსვა – 5:0. კატალონიელებს 38 ქულა აქვთ და “რეალს” ერთი ქულით ჩამორჩებიან, რომელსაც შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მიმდინარე ლა ლიგაში “ვალენსიამ” პირველად იმარჯვა ისე, რომ სამი გოლი არ გაუტანია. აქამდე “ღამურებს” 8 თამაში ჰქონდათ მოგებული და ყველა შემთხვევაში 3 გოლი ჰქონდათ გატანილი. ნუნუ ესპირიტო სანტოს კრებული “იპარუას” ეწვია და ადგილობრივი “ეიბარი” მინიმალური სხვაობით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ძირითადში პირველად მოუწიათ ერთად თამაში ალვარო ნეგრედოსა და პაკო ალკასერს, რომელმაც 31-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა – 0:1. დარჩენილ დროში შანსები ორივე კლუბს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. “ვალენსიამ” 31 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე აინაცვლა, თუმცა “სევილიას” თავისი შეხვედრა სათამაშო აქვს.
ძალიან ახლოს იყო მოგებასთან დევიდ მოიესის “სოსიედადი”, რომელიც სერხიო კანალესის გოლით გასვლაზე უგებდა “ლევანტეს”, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კარლოს მარტინესზე ხელით თამაშის გამო, ხაიმე ლატრემ რულის კარში პენალტი დანიშნა და ივანშიცმა “ლევანტეს” ქულა გადაურჩინა – 1:1.
რაც შეეხება გუშინდელი დღის ბოლო შეხვედრას, “რაიო ვალეკანომ” შინ “ესპანიოლი” მიიღო და 1:3 დამარცხდა. გამოსარჩევნია სერხიო გარსიას დუბლი.
სელტა – ალმერია 0:1 (0:1)
ვიგო, “ესტადიო ბალაიოდოსი”
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტასი, კაბრალი, ჯონი, მალიო, რადოია (ა.ლოპესი 54), ა.ფერნანდესი, კრონ-დელი, მინა (ნოლიტო 73), ორელიანა, ჩარლესი (ლარივეი 82).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი, ტრახილი, ველეზი, ხ.ნავარო, დუბარბიერი, ვერზა, ტეიე, მენდეში (მ.დოს სანტოსი 85), კორონა (ე.გონსალესი 93), ზონგო (ბიფოუმა 76), ჰემედი.
მწვრთნელი: ფრანცისკო როდრიგესი
გოლი: ჰემედი 17.
გაფრთხილებები: ა.ფერნანდესი, ჩარლესი, მინა, ფონტასი, ორელიანა, ნოლიტო – ხ.ნავარო, ჰემედი, ხულიანი, დუბარბიერი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ბურთის ფლობა: 71%-29%, დარტყმა: 19(4)-4(2), ჯარიმა: 10-19, კუთხური: 17-2, თამაშგარე: 4-1, სეივი: 1-4
72-ე წუთზე ნოლიტომ პენალტი ვერ გაიტანა
ბარსელონა – კორდობა 5:0 (1:0)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, მონტოია, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (ხავი 65), ინიესტა (რაფინია 76), პედრო, მესი, სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
კორდობა (4-1-4-1): ხ.კარლოსი, ი.ლოპესი (პინილიოსი 60), პანტიჩი, კამპებადალი, კრესპო, დეივიდი, ლუსო (ფ.როსი 72), ეკენგი, ბ.გარსია (ს.ლოპესი 75), კარტაბია, გილასი.
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი
გოლები: 1:0 პედრო (2), 2:0 სუარესი (53), 3:0 პიკე (80), 4:0;5:0 მესი (82;91).
გაფრთხილებები: ბუსკეტსი
მსაჯი: მატეუ ლაოსი
ბურთის ფლობა: 75%-25%, დარტყმა: 16(9)-7(2), ჯარიმა: 14-5, კუთხური: 8-0, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-4
ლევანტე – სოსიედადი 1:1 (0:0)
ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”
ლევანტე (4-4-2): მარინიო, ვინტრა, დ.ნავარო, კარაბელასი (რ.გარსია 75), ი.ლოპესი, სიმაო (სისოკო 55), დიოპი, მორალესი, ივანშიცი, ბარალი (რ.მარტინსი 67), კასადედუსი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, ანსოტეგი, კ.მარტინესი, დე ლა ბელა, გრანერო, ბერგარა, ჰერვასი (პარდო 65), კანალესი (ბერჩიჩე 91), პრიეტო, ფინბოგასონი (ი.ერნანდესი 81).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლები: 0:1 კანალესი (48), 1:1 ივანშიცი (93 პენ.).
გაფრთხილებები: კარაბელასი, ბარალი, დ.ნავარო – ი.მარტინესი, პრიეტო, ფინბოგასონი, რული, ბერგარა
მსაჯი: ხაიმე ლატრე
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 11(2)-3(2), ჯარიმა: 16-20, კუთხური: 3-4, თამაშგარე: 3-5, სეივი: 1-1
ეიბარი – ვალენსია 0:1 (0:1)
ეიბარი, “იპარუა”
ეიბარია (3-4-2-1): ირურეტა, ალბენტოსა, რ.ნავასი, კასტელიანო, დ.გარსია, ბოატენგი, ბოვედა (კაპა 78), ბერხონი (აბრაჰამი 46), დელ მორალი (ლეკიჩი 70), არუაბარენა, პიოვაკარი.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
ვალენსია (3-4-1-2): ალვეში, ორბანი, მუსტაფი, ოტამენდი, ფეგული (ბარაგანი 60), ფუეგო, პარეხო, პიატი (გაია 71), დე პაული (როდრიგო 91), ნეგრედო, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
გოლი: ალკასერი 31.
გაფრთხილებები: არუაბარენა, რ.ნავასი, ალბენტოსა, კასტელიანო, პიოვაკარი – ფუეგო, ბარაგანი, ალვეში
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 8(2)-10(3), ჯარიმა: 16-8, კუთხური: 2-5, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-2
რაიო ვალეკანო – ესპანიოლი 1:3 (1:1)
მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”
რაიო ვალეკანო (3-1-4-2): კ.ალვარესი, ტიტო, ინსუა, ქუინი, ბაენზა, ხოზაბედი, პოზუელო, ა.მორენო, კაკუტა, ბუენო, ბაპტიშტაო (მანუჩო 73).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
ესპანიოლი (4-4-2): კასილია, ბაილი, კოლოტო, არბილია, ფუენტესი, ალვარო, ვ.სანჩესი, სევილია (მონტანესი 56), ლუკასი (ხ.ლოპესი 86), კაისედო (სტუანი 62), ს.გარსია.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
გოლები: 0:1;1:3 ს.გარსია (9;95), 1:1 ბაპტიშტაო (45), 1:2 ლუკასი (76).
გაფრთხილებები: ბაენა, ინსუა, ქუინი – სევილია, ბაილი, ალვარო, სტუანი, ლუკასი
გაძევება: სტუანი 81.
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა
ბურთის ფლობა: 74%-26%, დარტყმა: 16(5)-7(4), ჯარიმა: 11-20, კუთხური: 4-5, თამაშგარე: 1-0, სეივი: 1-4
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 25. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 15. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 11. კარლოს ბაკა (“სევილია”) -10. ქარიმ ბენზემა ("რეალი") - 8. ხოაკინ ლარივეი ("სელტა") – 7.