ფეხბურთი

11:01 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი: “შემიძლია უკეთესი ვიყო”

მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევი, ანტუან გრიზმანი “ბილბაოსთან” მოგებული (4:1) მატჩის შემდგომ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინდელ შეხვედრაში ფრანგმა ფეხბურთელმა “როხიბლანკოს” რიგებში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. ანტუანის თქმით, “ნიუ სან მამესზე” გამართული მატჩი მის მადრიდულ კარიერაში საუკეთესო იყო, თუმცა აღნიშნა, რომ უკეთესად თამაში შეუძლია.

“ეს იყო ჩემი საუკეთესო თამაში “ატლეტიკოს” რიგებში. მოხარული ვარ გუშინდელი წარმატებით. საჭიროა, რომ ასევე განვაგრძო და მეტი ვიმუშაო, რადგან შემიძლია უკეთესი ვიყო კლუბისთვის.

პირველი ნახევარი ძალიან სუსტად ჩავატარეთ, თუმცა შესვენებაზე დიეგო სიმეონემ საჭირო რჩევები მოგვცა და შეხვედრის შემობრუნება შევძელით.

ჩემი საუკეთესო გოლი? ვერ გამოვარჩევდი, მე სამივეჯერ ჩემი საქმე გავაკეთე”, - აღნიშნა ფრანგმა.

ჟურნალისტებმა საუბრის ბოლოს ახალგაზრდა შემტევს ჰკითხეს “ბილბაოსთან” განსაკუთრებული მოტივაციით თუ თამაშობდა, რადგან “ლომები” გრიზმანის ყოფილი კლუბის “სოსიედადის” მეტოქეები არიან.

“ყოველ თამაშში ძალიან მოტივირებული ვარ, რადგან მინდა ვისარგებლო ყოველი წუთით, რომელსაც მთავარი მწვრთნელი მაძლევს”, - დაასრულა საუბარი ანტუან გრიზმანმა.

“როხიბლანკო” 35 ქულით მე-3 პოზიციაზეა.



სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095848