ფეხბურთი

11:00 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

უეფა: “რონალდუსა და პლატინის შორის არაფერი ხდება”

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის, უეფას პრეს-სამსახურის უფროსმა პედრუ პინტუმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის ხელი განზრახ არ ჩამოართვა.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში “სან-ლორენსოს” 2:0 დამარცხების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალზე რონალდუმ პლატინის ხელი მართლაც არ ჩამოართვა და ბევრს ეს ფაქტი მათ შორის უთანხმოებით ახსნა. საქმე ისაა, რომ პლატინიმ 2014 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და განაცხადა, რომ ის გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის საკუთრება უნდა გახდეს.

“არავითარი კონფლიქტი! რონალდუ პლატინის ჯერ კიდევ დაჯილდოვების ცერემონიალამდე მიესალმა. როდესაც მედლის ასაღებად მიდიოდა, პლატინი ანჩელოტის ესაუბრებოდა და რონალდუმაც გვერდით ჩაიარა. გარანტირებულად ვამბობ, არანაირი უთანხმოება არაა. პლატინის ვესაუბრე და მან მითხრა, რომ გულდაწყვეტილია ხალხმა ასე რომ იფიქრა”, - თქვა პინტუმ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095912