კალათბურთი

21:55 | 26.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქუთათურებმა პირველი წრე და წელიწადი გამარჯვებით დაასრულეს

დაძაბულობის თვალსაზრისით, ძალზე საინტერესო და თვალსასეირო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, სადაც ადგილობრივმა საკალათბურთო გუნდმა “შსს აკადემიას” უმასპინძლა. ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის დარბაზში მისულმა კალათბურთის ქომაგებმა ბოლო წამამდე აღსავსე დრამატული პაექრობა იხილეს. წლის ბოლო შეხვედრა სავარდო და სამაისო ქალაქში დიდებული სანახავი გამოდგა და რიონისპირელ ქომაგთა გასახარად, ქუთაისურმა კლუბმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ 4 პერიოდიდან, მან მხოლოდ ერთი მოიგო.

მატჩი სტუმართა ლიდერის და ეროვნული ნაკრების გამთამაშებლის გიორგი ცინცაძის ზედიზედ გაკეთებული 5 ქულით დაიწყო და დედაქალაქელები 5:0 დაწინაურდნენ. მასპინძელთაგან პირველი ქულები ვახტანგ ქადარიას ანგარიშზეა, რომელსაც მთლიანობაში ურიგო მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ მისგან ქუთაისელთა ქომაგები თამაშის კიდევ უფრო მომატებას ელოდებიან. მთელი პირველი პერიოდის განმავლობაში აღმოსავლელები წინ იყვნენ და დროის ეს მონაკვეთი მათ თავიანთ სასარგებლოდ 20:17 დაასრულეს.

მეორე მეოთხედი შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა უდიდესი აღმაფრენით ჩაატარეს და 26:12 იმარჯვეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გახლდათ ქუთათურთა 13:0 გაქცევა, მაშინ როდესაც ტაბლოზე საყაიმო ანგარიში 21:21 იყო დაფიქსირებული. როგორც საბოლოოდ გაირკვა, სწორედ ეს მონაკვეთი გამოდგა ქუთაისელთათვის გამარჯვების მომტანი, რადგანაც აქ მოპოვებული უპირატესობა თბილისელებმა ვერა და ვერ აღმოფხვრეს. მასპინძელთაგან მეორე პერიოდში თავი ძმებმა ბარბაქაძეებმა, ავთანდილ ლომინაშვილმა და ბექა ბექაურმა გამოიჩინეს. პირველი ტაიმის შემდეგ კი ტაბლოზე ქუთაისელთა 11 ქულიანი უპირატესობა იყო დაფიქსირებული - 43:32.

მესამე პერიოდი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და მალევე შეძლეს ანგარიშში სხვაობის შემცირება სამ ქულამდე - 44:47, თუმცა რიონისპირელებმა ისევ გიორგი ბარბაქაძის კარგი თამაშის წყალობით შეძლეს სასურველი სხვაობის აღდგენა. თბილისელთაგან დროის ამ მონაკვეთში რეზო როგავა, აკაკი ლომოური და ბექა წივწივაძე გამოირჩნენ. სტუმართა შემადგენლობაში ლომოური ყველაზე შედეგიანი იყო 19 ქულით, აქედან მან ხუთჯერ აკადემიელთა კალათაში სამქულიანის მოთავსება შეძლო. ორივე გუნდის შემადგენლობაში ორმაგი დუბლის გახერხება მხოლოდ გიორგი შარაბიძემ შეძლო, თუმცა იმასაც ვიტყვით, რომ ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ცინცაძის მსგავსად, აშკარად შორსაა სასურველი ფორმისაგან. გადამწყვეტი პერიოდის წინ კი ტაბლოზე 62:52 კიაფობდა, “ქუთაისის” სასარგებლოდ.

მეოთხე პერიოდში სტუმრებმა ისევ აქტიურად შეუტიეს მოწინააღმდეგეს და დროის უმცირეს მონაკვეთში მოახერხეს თამაშის დაძაბვა. ქუთათურები ძირითადად მთელი ამ დროის განმავლობაში ოთხქულიან უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ერთხელ აკადემიელებმა გათანაბრებაც შეძლეს - 69:69. მატჩის ეპილოგის მთავარი გმირი გიორგი ბარბაქაძე შეიქმნა, რომელმაც როგორც სამქულიანიდან, ასევე საჯარიმო ტყორცნებიდან ქულები მოუტანა საკუთარ გუნდს.

აქვე ერთი მომენტიც უნდა გამოვყოთ, როდესაც ქუთაისელთა ახალგაზრდა ფორვარდმა გიორგი ცირეკიძემ მეტად მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩაუგდო ძალოვნებს, თანაც საკუთარი გუნდის შეტევის ბოლო წამებზე. მატჩის ბოლოს ტაქტიკური ბრძოლა მიდიოდა. სტუმართაგან ერთ მომენტში შარაბიძემ გაუშვა კარგი შანსი კიდევ ერთხელ გაეთანაბრებინა ანგარიში, ხოლო გიორგი ცინცაძემ მეხუთე პერსონალური მიიღო და ვადაზე ადრე დატოვა მოედანი. თბილისელები იძულებულნი იყვნენ შეგნებულად აეღოთ ჯარიმები ბარბაქაძეზე, რომელმაც ბოლო 4 ნატყორცნიდან მხოლოდ 2 გამოიყენა. მატჩის დასრულებამდე ორწამნახევრით ადრე სტუმრებს თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის, ან კიდევ მოგების შანსი მიეცათ, თუკი სამქულიანს ჩააგდებდნენ, მაგრამ ბექა ჩიკვილაძემ ორქულიანის ჩაგდება გადაწყვიტა, ამასთან სროლა გაუცუდდა და მატჩიც 76:74 დასრულდა “ქუთაისის” სასარგებლოდ.

ქ. ქუთაისი ქუთაისი 76 - 74 შსს აკადემია 26.12.14, 18:00
გუნდი 1 2 3 4 ჯამ
ქუთაისი 17 26 19 14 76
შსს აკადემია 20 12 20 22 74
ქუთაისი
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
4 ზაურ ფაშაევი * 34:04 2 5 40 0 2 0 4 5 80 0 5 5 8 1 0 0 1 8
6 ლევან გრძელიძე 18:09 0 1 0 0 1 0 2 2 100 0 2 2 3 1 0 2 0 2
7 ვახტანგ ქადარია * 22:47 4 7 57.1 0 0 0 1 4 25 0 5 5 1 3 1 0 0 9
9 ბუბა კვიმსაძე * 21:34 2 3 66.7 1 4 25 0 0 0 0 0 0 4 2 1 0 0 7
12 გიორგი ცირეკიძე 02:56 0 0 0 1 1 100 0 0 0 0 1 1 0 0 1 0 0 3
13 დავით ბარბაქაძე * 18:38 1 3 33.3 2 5 40 0 0 0 3 2 5 1 2 2 0 0 8
14 ავთანდილ ლომინაშვილი 17:13 3 4 75 0 0 0 2 2 100 1 2 3 1 4 0 0 1 8
15 გიორგი ბარბაქაძე 26:31 4 5 80 2 3 66.7 6 8 75 2 2 4 0 3 0 1 1 20
23 აბდულაი ნდოე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
24 ანატოლი ბოისა * 23:06 1 5 20 1 3 33.3 0 0 0 1 2 3 4 4 0 1 0 5
33 ბექა ბექაური 15:02 3 3 100 0 1 0 0 2 0 0 5 5 0 1 6 0 1 6
34 რატი ნუცუბიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
1 3 4 0 0 0 1 0 0
20 36 55.56 7 20 35.00 15 23 65.22 8 29 37 22 21 12 4 4 76
შსს აკადემია
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
5 რევაზ როგავა * 31:59 4 7 57.1 1 5 20 5 7 71.4 2 2 4 2 3 2 2 0 16
7 ბექა ჩიკვილაძე 19:46 0 2 0 1 6 16.7 4 6 66.7 0 3 3 2 3 1 1 0 7
8 გიორგი ცინცაძე * 33:57 1 6 16.7 2 5 40 4 6 66.7 1 4 5 6 5 4 3 0 12
9 ლევან ლოლიშვილი 09:42 0 0 0 0 1 0 0 0 0 1 0 1 1 2 1 1 0 0
10 გიორგი შარაბიძე * 38:23 4 10 40 0 0 0 2 2 100 2 8 10 1 4 0 0 1 10
13 ბექა წივწივაძე * 32:53 1 1 100 2 8 25 2 2 100 0 4 4 6 1 1 1 1 10
20 აკაკი ლომოური * 28:47 2 3 66.7 5 7 71.4 0 0 0 2 2 4 1 5 1 0 0 19
54 იოსებ ბიბილური 01:37 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
61 დავით ნოზაძე 02:56 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0 0 0 0
62 ბექა ნადირაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
1 1 2 0 0 0 0 0 0
12 30 40.00 11 32 34.38 17 23 73.91 9 25 34 19 23 10 8 2 74
დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები:ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი, გურამ მიქელაძე

კომისარი:გია სანაძე

1 შსს აკადემია 7 5 / 2 556 / 524 12
2 ქუთაისი 7 5 / 2 512 / 493 12
3 დინამო 6 5 / 1 471 / 405 11
4 რუსთავი 6 4 / 2 505 / 452 10
5 ბათუმი 7 3 / 4 523 / 520 10
6 ოლიმპი 7 2 / 5 546 / 583 9
7 მგზავრები-არმია 6 1 / 5 400 / 470 7
8 სოხუმი 6 1 / 5 450 / 516 7

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095963