კოტდივუარის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი საბრი ლამუში ყატარის “ალ-ჯაიშის” გაწვრთნის. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Equipe იუწყება.
საფრანგეთის ეროვნული გუნდის ექსნახევარმცველი, რომელიც ამჟამად 43 წლისაა, კოტდივუარს 2012-2014 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, მაგრამ ჯგუფიდან ვერ გავიდა.
“ალ-ჯაიშიმ” 2013-2014 წლების სეზონში ყატარის ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში კი, 15 ტურის შემდეგ მე-3 პოზიციაზეა.