იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურის საწყის მატჩში გიორგი შერმადინის “კანტუ” ერთ-ერთ ლიდერ “რეჯიო ემილიას” გაეჯიბრა და დრამატულ ბრძოლაში 64:63 სძლია.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 14 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. შერმადინმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
კანტუელებმა 8 მარცხის წილ მე-5 გამარჯვება იზეიმეს და ტურის სხვა მატჩების გამართვამდე, მე-10 ადგილზე გადაინაცვლეს. შერმადინის გუნდი მომდევნო თამაშს, 4 იანვარს, სტუმრად, “პეზაროსთან” ჩაატარებს.