საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირიდან ხუთი მედლით დაბრუნდა. ქალაქ ტარაზში გასულ ჩატარებულ შეჯიბრებაზე ქართული გუნდი გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა. ყველაზე შედეგიანად ზურაბ იაკობაშვილმა (66 კგ) და გიორგი საკანდელიძემ (120 კგ) იჭიდავეს – ორივე ჩემპიონი გახდა. გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ) ფინალში დამარცხდა, თორნიკე სვანიძე (84 კგ) და მამუკა კორძაია (96 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
ყაზახურ ტურნირში ათამდე ქვეყნის ნაკრებმა იჭიდავა. ოქროსმედალოსნებმა ჯილდოდ 5 ათასი დოლარი მიიღეს, ვერცხლის პრიზიორებმა - 3 ათასი, ხოლო ბრინჯაოსნებმა - ათასი.
ოთარ მაღლაკელიძე