ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი დიდების დარბაზში მოხვდა. ფრანგმა ფეხბურთელმა ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა, მას ერთი კვირის განმავლობაში 100 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მისცა ხმა.
ზიდანი goal.com-ს ესაუბრა. მან თავისი კარიერის განვლილი წლები გაიხსენა.
ზიზუს თქმით, მას ალფრედო დი სტეფანოს ადარებდნენ, მაგრამ არგენტინელის დროს სულ სხვა სათამაშო ტემპი იყო, ზიდანის დროს სულ სხვა, ახლა კი ფეხბურთი უფრო სწრაფი გახდა.
“ვთამაშობდი ინსტიქტურად. ბევრს ვშრომობდი საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ყოველთვის ასე ვთამაშობდი. ინსტიქტურად თამაშის დროს ყოველთვის ჩანდა ჩემი ხარისხი. მე მანამ ვხედავდი, სანამ სხვები, რა თქმა უნდა უფრო სწრაფად, ვიდრე მცველები”.
“შესაძლო იყო, რომ მეთამაშა უფრო უკან, მაგრამ მიყვარდა იქ თამაში, სადაც ვთამაშობდი, მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს. ვფიქრობ, ეს უფრო ეფექტური იყო. საგოლე მომენტების შექმნა, გოლის გატანაზე მეტად საგოლე გადაცემის გაკეთება მომწონდა”.
“მართალია არ ვიყავი ნამდვილი ბომბარდირი, მაგრამ მე შევქმენი უფრო მეტი გოლი, ვიდრე მათ გაიტანეს. ფოკუსირება ჩემს ეფექტურობაზე მინდოდა”.
”შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც დი სტეფანოს მადარებდნენ, ამბობდნენ, რომ ჩემი ტექნიკა და თამაშის სტილი ძალიან გავდა მისას, მაგრამ ყველა თამაშობს თავის ეპოქაში, ასე იყო ჩემი და დი სტეფანოს შემთხვევაშიც. ახლაც ფეხბურთი უფრო სწრაფია, ვიდრე აქამდე იყო”.
“ძალიან საწყენია, რომ “იუვენტუსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგე, არადა ახლოს ვიყავით, 1998 წელს “რეალთან” წავაგეთ, ერთი წლით ადრე კი “დორტმუნდთან”.
“როდესაც “იუვეში” და “რეალში” ვიყავი, მათი ეპოქა იყო, მაგრამ ტურინში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი, როგორც დიდი ფეხბურთელი”
“რატომ გადავწყვიტე ბუფონისთვის ბურთის თავზე გადაგდება? საინტერესო კითხვაა, მე მიცნობდა ბუფონი და მე ვიცნობდი მას. ამიტომაც უნდა დამერტყა განსხვავებულად. როდესაც ვფიქრობ ბუფონის შესახებ, აზრად მხოლოდ ის მომდის, რომ ის უდიდესი მეკარეა, რომელიც “იუვენტუსში” ჩემი გაყიდვის შემდეგ მივიდა, ისევე როგორც ჩემი მეგობარი ტურამი”.
ზინედინ ზიდანმა ფეხბურთის თამაში “კანში” დაიწყო, შემდეგ კი “ბორდოს”, “იუვენტუსის” და “რეალის” ღირსებას იცავდა.
ფრანგი ფეხბურთელი 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ორი წლის შემდეგ კი ევროპის პირველობაც მოიგო. 2002 წელს ზიდანმა საკლუბო დონეზეც უწია მწვერვალს, როცა მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგი. 1998 წელს ზიზუ “ფრანს ფუტბოლის” პრიზით, “ოქროს ბურთით” დაჯილდოვდა.
საკლუბო დონეზე ზიდანმა იტალიის ჩემპიონატი, იტალიის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი და ესპანეთის სუპერთასი ორჯერ მოიგო, ხოლო თითოჯერ ესპანეთის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ესპანეთის თასის მფლობელი გახდა.
საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კი ზიზუ 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2000 წელს კი ვეროპის პირველობა მოიგო.
ჩვენ გთავაზობთ მცირე ფოტო კოლაჟს, რომელიც ამ გენიალური ფეხბურთელის უდიდეს კარიერას მოკლედ ასახავს.