პრემიერლიგაში მე-20 ტურის შემდეგ ორხელისუფლებიანობა დამყარდა. 46-46 ქულით გათამაშების ცხრილს სათავეში “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი” უდგანან, რომელთაც ბურთების სხვაობაც კი ერთნაირი აქვთ. ტურის დასკვნით მატჩში “ტოტენჰემმა” “არისტოკრატებს” 5:3 მოუგო და ჟოზე მოურინიოს გუნდს ერთპიროვნული ლიდერობა დააკარგვინა, ხოლო მანუელ პელეგრინის გუნდმა შინ გაჭირვებით იმარჯვა.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ მოურინიოს მიერ გაწვრთნილ გუნდს ბოლოს 5 გოლი 2010 წელს ჰქონდა გაშვებული. იმხანად პორტუგალიელი სპეციალისტი მადრიდის “რეალს” წვრთნიდა და “ბლანკოსი” ხუთჯერ კატალონურმა “ბარსელონამ” დაამწუხრა.
“უაით ჰართ ლეინზე” გამართული შეხვედრა სტუმართათვის კარგად დაიწყო მე-18 წუთზე დიეგო კოშტამ მორიგი გოლი გაიტანა პრემიერლიგაში. მასპინძლებს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ და იქმნებოდა შტაბეჭდილება, რომ “ტოტენჰემი” კიდევ ერთხელ შერცხვებოდა ძლიერ კლუბთან, მაგრამ ყველაფერი საპირისპირო მოხდა. 30-ე წუთზე ჰარი კეინმა შესანიშნავად ითამაშა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გაათანაბრა. 44-ე წუთზე დანი როუზმა “დეზები” დააწინაურა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში ანდროს თაუნსენდმა პენალტი გამოიყენა და პირველი ნახევარი ორბურთიანი სხვაობით მოაგებინა თავის გუნდს.
მეორე ნახევარში “ჩელსიმ” სათამაშო ინიციატივის მოპოვება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 52-ე წუთზე ჰარი კეინმა დუბლი გაიფორმა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. სტუმრები ბოლომდე იბრძოდნენ და 61-ე წუთზე ფაბრეგასისა და ედენ აზარის შესანიშნავ კომბინაციას ბელგიელის გოლი მოჰყვა. 78-ე წუთზე ნასერ ჩადლიმ მეხუთედ დაამწუხრა კურტუა, ხოლო 87-ე წუთზე ჯომ ტერიმ სხვაობა შეამცირა – 5:3.
ძალიან გაუჭირდა “მანჩესტერ სიტის”, რომელმაც წინა მატჩის მსგავსად ორბურთიანი უპირატესობა გაფლანგა და კინაღამ მორიგი საჩუქარი გაუშვა ხელიდან. “ქალაქელებს” შეცვლაზე შემოსულმა ფრენკ ლამპარდმა უშველა, რომელმაც თავური დარტყმით მოუპოვა 3 ქულა მანჩესტერულ კლუბს. ფრენკმა პრემიერლიგაში 176-ე გოლი გაიტანა, ტიერი ანრის გადაუსწრო და ყველა დროის მეგოლეებში მე-4 ადგილზე დამკვიდრდა.
“ბრიტანია სთედიუმზე” “სტოკთან” ქულა გაიყო “მანჩესტერ იუნაიტედმა”. მასპინძლები შოუკროსმა მე-2 წუთზე დააწინაურა, რომელმაც 2015 წლის პირველი გოლი გაიტანა პრემიერლიგაში, ხოლო რადამელ ფალკაომ 26-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1
მორიგი უსუსური მატჩი ჩაატარა “ლივერპულმა”. მერსესაიდელებმა პრემიერლიგის გამოკვეთილ აუტსაიდერს პირველი ნახევარი ჯერარდის პენლებით მოუგეს, თუმცა ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ქულას დასჯერდნენ - 2:2
“საუთჰემპტონმა” უშუალო კონკურენტი, ლონდონის “არსენალი” მიიღო შინ და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. მასპინძლებმა ორივე ტაიმში თითო ბურთი აკმარეს “მეთოფეებს” და მე-4 პოზიცია უფრო გაიმყარეს, ხოლო მესამეს მიუახლოვდნენ.
სტოკი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 (1:1)
სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი, შოუკროსი, მუნიესა, პიტერსი, კამერონი, ნ’ზონზი, ველანი, არნაუტოვიჩი (ასაიდი 81), უოლტერსი, კრაუჩი, დიუფი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
მანჩესტერ იუნაიტედი (3-1-4-2): დე ხეა, სმოლინგი, ჯონსი, ევანსი, კერიკი, მატა, რუნი, იანგი (რაფაელი 75), შოუ (იანუზაი 64), ფალკაო (ერერა 64), ვან პერსი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
გოლები: 1:0 შოუკროსი (2), 1:1 ფალკაო (26).
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 34%-66%, დარტყმა: 10(2)-6(2), ჯარიმა: 8-12, კუთხური: 11-7, თამაშგარე: 2-2, სეივი: 1-1
ასტონ ვილა – კრისტალ პალასი 0:0
ბირმინგემი, “ვილა პარკი”
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, ვლაარი (კლარკი 15), ოკორე, ჰატონი, სისოკო, კლევერლი (გრელიში 64), სანჩესი, ბაკუნა, აგბონლაჰორი, ვაიმანი (ჯ.კოული 83), ბენტეკე.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
კრისტალ პალასი (4-3-3): სპერონი, დანი, დელანი, მარიაპა, იარდი, მაკარტური (ბენანი 90), ლედლი, კელი, პანჩონი, ბოლასი, ზაჰა (გაილი 62).
მწვრთნელი: კეიტ მილენი
გაფრთხილებები: კლარკი – დელანი
მსაჯი: რობერტ მედლი
ბურთის ფლობა: 70%-30%, დარტყმა: 14(6)-3(0), ჯარიმა: 11-12, კუთხური: 5-2, თამაშგარე: 1-3, სეივი: 0-3
ჰალი – ევერტონი 2:0 (2:0)
ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”
ჰალი (4-1-3-2): მაკგრეგორი, დევისი, ბრიუსი, ჩესტერი, რობერტსონი (როსენიორი 23; მაგირი 56), ელმოჰამედი, ლივერმორი, მეილერი, გ.რამირესი (ბრედი 46), ა.ერნანდესი, იელავიჩი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
ევერტონი (4-2-3-1): ხოელი, იაგიელკა, ალკარაზი, კოულმენი, ბეინსი, ბერი, ბეშიჩი (ოვიედო 46), მირალაში (ლუკაკუ 46), ბარკლი, ნეისმიტი, კონე.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
გოლები: 1:0 ელმოჰამედი (33), 2:0 იელავიჩი (43).
გაფრთხილებები: მეილერი, ლივერმორი, მაგირი – ბეშიჩი, კონე, ბერი, ალკარაზი
გაძევება: ალკარაზი 86.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 14(5)-9(3), ჯარიმა: 16-15, კუთხური: 4-8, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-3
ლივერპული – ლესტერი 2:2 (2:0)
ლივერპული, “ენფილდი”
ლივერპული (3-4-3): მინოლე, ტურე, სახო, ჩანი, ლეივა (მარკოვიჩი 72), მორენო (ლამბერტი 85), ჯერარდი, ჰენდერსონი, ლალანა (ბორინი 55), კოუტინიო, სტერლინგი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
ლესტერი (4-1-4-1): ჰამერი, მორგანი, ვასილევსკი, დე ლაეტი, სიმპსონი, დრინკვოთერი (ნუჯენტი 37), ჰემონდი (კამბიასო 67), ჯეიმსი, მაჰრეზი, შლუპი, ვარდი (ულოა 75).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი
გოლები: 1:0;2:0 ჯერარდი (17 პენ;40 პენ), 2:1 ნუჯენტი (58), 2:2 შლუპი (60).
გაფრთხილებები: ლეივა, ჯერარდი – ვასილევსკი, ჯეიმსი
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 18(6)-16(3), ჯარიმა: 13-10, კუთხური: 4-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-4
მანჩესტერ სიტი – სანდერლენდი 3:2 (0:0)
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): კაბალიერო, დემიჩელისი, მანგალა, კლიში, ზაბალეტა, ფერნანდინიო, ტურე, სილვა (მილნერი 90), ნასრი (კოლაროვი 85), ნავასი, იოვეტიჩი (ლამპარდი 70).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
სანდერლენდი (4-1-4-1): პანტელიმონი, ბრაუნი, ოში, ვერჯინი (კოატესი 78), ჯონსი, როდუელი, ლარსონი, ხ.გომესი (ჯაკერინი 58), ბაკლი (რ.ალვარესი 65), ა.ჯონსონი, ვიკჰემი.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
გოლები: 1:0 ტურე (57), 2:0 იოვეტიჩი (66), 2:1 როდუელი (68), 2:2 ა.ჯონსონი (71 პენ.), 3:2 ლამპარდი (73).
გაფრთხილებები: ნასრი, ზაბალეტა – ჯონსი, ლარსონი, ბრაუნი
მსაჯი: როჯერ ისტი
ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 32(12)-4(4), ჯარიმა: 14-7, კუთხური: 10-4, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-9
ნიუკასლი – ბარნლი 3:3 (2:1)
ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”
ნიუკასლი (4-2-3-1): ალნვიკი, ს.ტეილორი (უილიამსონი 60), კოლოჩინი, ჯანმაატი, დუმეტი, კოლბეკი, ტიოტე, გუფრანი (ჰაიდარა 71), ა.პერესი, სისოკო, რივიერი (არმსტრონგი 57).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, შაკელი (ლონგი 17; რიდი 37), კინი, ტრაიპერი, მი, მარნი (კიგტლი 32), არფილდი, ბოიდი, იგნსი, ბარნსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი
გოლები: 1:0 ს.ტეილორი (15), 1:1 დუმეტი (19 ს.კ.), 2:1 კოლბეკი (26), 2:2 ინგსი (66), 3:2 სისოკო (78), 3:3 ბოიდი (86).
გაფრთხილებები: ჯანმაატი, უილიამსონი – ინგსი, მი, ტრაიპერი, ბოიდი
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 10(4)-15(4), ჯარიმა: 12-13, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 0-0, სეივი: 1-1
ქპრ – სუონსი 1:1 (1:0)
ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”
ქპრ (4-4-2): გრინი, კოლკერი, დანი, ისლა, ჰილი, ბარტონი, ჰენრი, ვარგასი, ფერი, ზამორა (ჰოილეტი 83), ოსტინი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნ.ტეილორი, რანხელი, კი, ბრიტონი, რუტლიჯი, სიგურდსონი (ბონი 71), დაიერი (ემნსი 60), გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი
გოლები: 1:0 ფერი (20), 1:1 ბონი (92).
გაფრთხილებები: ისლა, დანი, ბარტონი, ჰენრი
გაძევება: რუტლიჯი 86.
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 24(6)-25(6), ჯარიმა: 22-5, კუთხური: 4-9, თამაშგარე: 3-3, სეივი: 5-5
ვესტ ჰემი – ვესტ ბრომვიჩი 1:1 (1:1)
ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”
ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი, რიდი, კოლინსი, ჯენკინსონი, კრესველი, ამალფიტანო (იარვისი 55), კუაიტე, ნობლი, დაუნინგი, კეროლი (კ.კოული 84), სახო (ვალენსია 72).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ლესკოტი, მაკაული, უისდომი, ბეირდი, მულუმბუ (იაკობი 67), მორისონი, ვარელა (მორისონი 79), ბრანტი, სესენიონი, ბერაჰინო (ბრაუნი 73).
მწვრთნელი: რობ კელი
გოლები: 1:0 სახო (10), 1:1 ბერაჰინო (42).
გაფრთხილებები: კუაიტე
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 8(3)-14(3), ჯარიმა: 6-13, კუთხური: 0-1, თამაშგარე: 6-0, სეივი: 2-2
საუთჰემპტონი – არსენალი 2:0 (1:0)
საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, გარდოში (იოშიდა 71), ფონტე, ალდერვეირელდი, ბერტრანი, ვანიამა, უარდ-პროუსი, დევისი, მანე (რიდი 42), ტადიჩი (ლონგი 85), პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
არსენალი (4-2-3-1): შესნი, კოშელნი, მერტესაკერი, დებუში (აკპომი 84), გიბსი, ჩემბერსი (უოლკოტი 60), კოკლენი, როსიცკი, კასორლა, ჩემბერლენი, ალექსისი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 1:0 მანე (34), 2:0 ტადიჩი (56).
გაფრთხილებები: გარდოში, ვანიამა – კოკლენი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 13(6)-11(6), ჯარიმა: 14-7, კუთხური: 2-7, თამაშგარე: 1-1, სეივი: 6-4
ტოტენჰემი – ჩელსი 5:3 (3:1)
ტოტენჰემი: ლორისი, უოკერი, ფასიო, ვერტონგენი, როუზი (დევისი, 76), ბენტალები, მეისონი (დემბელე, 14), ჩადლი, ერიკსენი, თაუნსენდი (პაულინიო, 67), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინიო
ჩელსი: კურტუა, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპლიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი, ვილიანი (სალახი, 72), ოსკარი (რამირესი, 46), აზარი, დიეგო კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 0:1 დიეგო კოშტა (18). 1:1 კეინი (30). 2:1 როუზი (44). 3:1 თაუნსენდი (45-პენ). 4:1 კეინი (52). 4:2 აზარი (61). 5:2 ჩადლი (78). 5:3 ტერი (87)
გაფრთხილებები: ბენტალები, პაულინიო, კეინი, ფაბრეგასი.
ბურთის ფლობა: 46%-54%. დარტყმა: 11(8)-19(7), სეივი: 4-3. ჯარიმა: 14-10.
ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 14. ჩარლი ოსტინი (ქპრ) - 12. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 10. პაპის სისე ("ნიუკასლი") - 9. ვილფრიდ ბონი ("სუონსი") - 9.