ფეხბურთი

12:46 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარადიული ქალაქი ორ ნაწილად და “იუვეს” უსიამოვნო ტრადიცია

იტალიის სერია A-ს მე-18 ტური დღეს ორი მატჩით დაიწყება და კვირას 8 შეხვედრით დასრულდება. ტურში ყველაზე დიდ ინტერესს ორი დაპირისპირება იწვევს – ნეაპოლში “ნაპოლი” ტურინის “იუვენტუსის” მასპინძელი იქნება, ხოლო ტურის მთავარი შეხვედრა დერბი “დელა კაპიტალეა”, რომში დერბი გაიმართება.

“სასუოლო” – “უდინეზე”

თარიღი: 10 იანვარი, 21 საათი

ადგილი: რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მე-18 ტური “სასუოლოსა” და “უდინეზეს” დაპირისპირებით გაიხსნება. გუნდები შეხვედრას განსხვავებულ განწყობაზე ხვდებიან. ეუსებიო დი ფრანჩესკოს დამოძღვრილი გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება და ქულებს ადვილად აგროვებს. ბოლო ტურში მათ “მილანი” მათსავე მოედანზე დაამარცხეს. განსაკუთრებით სახიფათოდ “ნეროვერდის” შემტევი ტრიო, სანსონე-ძაძა-ბერარდი გამოიყურება. ანდრეა სტარამაჩონის უდინური კლუბი კი არასტაბილურია და გამარჯვების მოპოვებას იშვიათად ახერხებს. ბოლოს ფრიულელებმა ერთი თვის წინ “ინტერს” აჯობეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, ლონგი; ბიონდინი, მანიანელი, მისიროლი; ბერარდი, ძაძა, სანსონე

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ჰეტრო, დანილო, დომიცი; ვიდმერი, ალანი, გილერმე, კონე, გაბრიელ სილვა; ტერო, დი ნატალე

მსაჯი: მასა

“ტორინო” – “მილანი”

თარიღი: 10 იანვარი, 23:45 წუთი

ადგილი: ტურინი, “ოლიმპიკო”

დღის მეორე შეხვედრა საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. “ტორინო”, რომელსაც ადგილის შენარჩუნებაზე უწევს ფიქრი, “მილანის” მასპინძელი იქნება. ჯამპიერო ვენტურას გუნდი ქულებს ძნელად აგროვებს, თუმცა ჯერჯრობით მშვიდად ყოფნის საშუალება მაინც აქვს. გუნდის მთავარი პრობლემა კი შეტევაა. “გრანატამ” 17 შეხვედრაში მხოლოდ 12 გოლის გატანა შეძლო. დალხენილი ცხოვრება არც ფილიპო ინძაგის აქვს. ლეგენდარული თავდამსხმელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეღწევას ვერაფრით ახერხებს. მილანელ გულშემატკივრებში დიდი გულისწყრომა გამოიწვია ბოლო ტურის შეხვედრამ, რომელშიც “როსონერიმ” “სასუოლოსთან” წააგო. დღეს, წესითა და რიგით “მილანმა” მხოლოდ 3 ქულაზე უნდა იფიქროს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი, გაცი, ვივესი, ფარნერუდი, დარმიანი; ელ კადური, კვალიარელა

“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, რამი, მექსე, არმერო; მონტოლივო, დე იონგი, მუნტარი; ნინაგო, მენეზი, ბონავენტურა

მსაჯი: როკი

“ინტერი” – “ჯენოა”

თარიღი: 11 იანვარი, 15:30 წუთი

ადგილი: მილანი, “სან სირო”

ხვალინდელი შეხვედრებიდან პირველში ერთმანეთს “ინტერი” და “ჯენოა” დაუპირისპირდებიან. მილანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას აქტიურად იყენებენ და უკვე ორი საკმაოდ საინტერესო ტრანსფერი გაჩარხეს. “ნერაძურის” გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ნელ-ნელა მათი გუნდი ძველ სიმაღლეებს დაუბრუნდება. ამას, ისიც ემატება, რომ ბოლო ტურში რობერტო მანჩინის შეგირდებმა ტურინში “იუვენტუსთან” ძალზე კარგად ითამაშეს. და მაინც, ჯერჯერობით დასკვნების გამოტანა ნაადრევია, თანაც ევროზონა ჯერ კიდევ შორს მოსჩანს. ჯამპიერო გასპერინის “ჯენოა” კი ბოლო ტურებია ისეთი დამაჯერებელი ვეღარაა, როგორც მანამდე. მიუხედავად ამისა, “როსობლუ” ამჟამად ევროპის ლიგის საგზურის მომტან ადგილს იკავებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ინტერი” (4-3-2-1): ჰანდანოვიჩი; კამპანიარო, ანდრეოლი, ვიდიჩი, დ’ამბროზიო; გუარინი, მედელი, კუჟმანოვიჩი; ერნანესი, პოდოლსკი; იკარდი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, დე მაიო; ედენილსონი, ბერტოლაჩი, რინკონი, ანტონელი; იაგო ფალკე, მატრი, კუჩკა

მსაჯი: რუსო

“ატალანტა” – “კიევო”

თარიღი: 11 იანვარი, 18:00 საათი

ადგილი: ბერგამო, “ატლეტი აძური”

აუტსაიდერეთა ჯახია ბერგამოში, სადაც “ატალანტა” “კიევოს” მიიღებს. წინა ტურში ლომბარდიელებმა “ჯენოასთან” ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს, არადა წაგების შემთხვევაში გუნდის მთავარი მწვრთნელი სტეფანო კოლანტუონო ბეწვის ხიდზე გაივლიდა. წესით, კოლანტუონო მშვიდად ვერც ამ შეხვედრას უნდა შეხვდეს. ვერონელთა თავკაც როლანდო მარანს კი უმუშევრად დარჩენა ჯერჯერობით არ ემუქრება. მისი მოსვლის შემდეგ “მფრინავმა ვირებმა” ქულების მოგროვება ასე თუ ისე დაიწყეს.

“ატალანტა” (4-3-1-2): სპორტიელო; ძაპაკოსტა, სტენდარდო, ბიავა, დრამე; დ’ალესანდრო, ჩიგარინი, კარმონა; მორალესი; პინილია, დენისი

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; ლაზარევიჩი, იცკო, კოფიე, ბირსა; მეჯორინი, პალოსკი

მსაჯი: ვალერი

“კალიარი” – “ჩეზენა”

თარიღი: 11 იანვარი, 18 საათი

ადგილი: კალიარი, “სანტ ელია”

გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდები წარსდგებიან ერთმანეთის პირისპირ კალიარიში. ორივე გუნდის საქმე კატასტროფულია და თუ მდგომარეობა დროზე არ გამოასწორეს გაზაფხულზე სერია A-სთან გამომშვიდობება გარდაუვალი იქნება. “ჩეზენას” პირველი ტურის შემდგომ არ მოუგია, ბოლო საფეხურზე დამსახურებულადაც იმყოფება. განსაკუთრებულად ცუდად გუნდის უკანა ხაზი გამოიყურება, რაზეც 17 მატჩში გაშვებული 34 გოლი მეტყველებს. არანაკლებ რთულადაა “კალიარის” საქმე. სარდინიელები თამაშს თამაშზე აგებენ, თანაც უიმედოდ. წინა ტურში კალიარელთა თავკაცის პოსტზე დებიუტი ჰქონდა ჯანფრანკო ძოლას, თუმცა წარუმატებელი. ვნახოთ, რამდენად მოახერხებს იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მეორე შეხვედრაში წარმატების მიღწევას.

სავარაუდო შემადგენლობები:

“კალიარი” (4-3-3): ბრკიჩი; ბალცანო, ჩეპიტელი, როსეტინი, აველარი; დესენა, კრესეტიჯი, ეკდალი; რანჯელი, ლონგო, ჟოაო პედრო

“ჩეზენა” (3-5-2): ლეალი; კაპელი, ვოლტა, მაგნუსონი; ჯორჯი, ზე ედუარდო, ვალძანია, კაშონე, მაძოტა; ბრიენცა, ჯურიჩი

მსაჯი: რიცოლი

“ფიორენტინა” – “პალერმო”

თარიღი: 11 იანვარი, 18 საათი

ადგილი: ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

საინტერესო მატჩია “არტემიო ფრანკიზე”. “ფიორენტინა” იდეალური ფორმისგან შორსაა, მაგრამ ამ გუნდისგან გულშემატკივრები ყოველთვის მეტს ელიან. ვინჩეცო მონტელას გუნდის მთავარი პრობლემა სახიფათო მომენტების რეალიზებაა. წინა ტურში პარმაში გუნდმა არარეალური რაოდენობის მომენტები გააცუდა. გადამწყვეტ ეპიზოდებში ყველაზე მეტად გერმანელი მარიო გომესი სცოდავს. სამაგიეროდ, შესანიშნავ ფორმაშია ჯუზეპე იაკინის “პალერმო”. სიცილიელებს რვა შეხვედრაა არ წაუგიათ და უკვე ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ერთ ნაბიჯში არიან. განსაკუთრებულად სახიფათო კუნძულელთა 20 წლის ფორვარდი პაულო დიბალაა, რომელიც ბოლო ხანებია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ფიორენტინა” (3-5-2): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, ბასანტა, ალონსო; ხოაკინი, მატი ფერნანდესი, პიზარო, ბორხა ვალერო, ვარგასი; კუადრადო, გომესი

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; მუნიოსი, გონსალესი, ფედალი; მორგანელა, რიგონი, მარესკა, ბარეტო, ლაზაარი; ვასკესი, დიბალა

მსაჯი: მაცოლენი

“რომა” – “ლაციო”

თარიღი: 11 იანვარი, 18 საათი

ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

ტურის ცენტრალური შეხვედრა რომაული დერბია. “რომა” “ლაციოს” დაპირისპირება ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ორივე გუნდი კარგ ფორმაშია. “რომა” მეორე პოზიციაზეა, “ლაციო” კი მესამეზე. დერბი “დელა კაპიტალეს” გუნდები ერთდროულად ასე მაღალ პოზიციაზე 2007 წლის მერე არ შეხვედრილან. “მგლები” ლიდერ “იუვენტუსს” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან და თუ გავითვალისწინებთ, რომ ტურინელებს ამ ტურში რთული მატჩი აქვთ გასამართი, შესაძლოა “რომა” გამარჯვების შემთხვევაში ლიდერად მოგვევლინოს. თავის მხრივ, “ლაციოც” არანაკლებ მოტივირებულია. “ბიანკოჩელესტე” მესამე ადგილს იყოფს “ნაპოლისთან” ერთად და ბოლო ოთხ ტურში 10 ქულა დააგროვა. შესანიშნავად გამოიყურება გუნდის ახალგაზრდა ბრაზილიელი შემტევი ფელიპე ანდერსონი. რომაულმა დერბიმ გულშემატკვირებს დიდი სიამოვნება უნდა მიანიჭოს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; მაიკონი, მანოლასი, ასტორი, ჰოლებასი; პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი; ფლორენცი, ტოტი, იტურბე

“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, სანა, რადუ; პაროლო, ბილია; კანდრევა, მაური, ანდერსონი; კლოზე

მსაჯი: ორსატო

“სამპდორია” – “ემპოლი”

თარიღი: 11 იანვარი, 18 საათი

ადგილი: გენუა, “მარასი”

გენუაში “სამპდორია” “ემპოლის” უმასპინძლებს. გენუელები მიმდინარე სეზონში არადამახასიათებლად კარგად გამოიყურებიან და ამბიციებიც გაუჩნდათ. მართალია ბოლო ტურში “სამპამ” “ლაციოსთან” უშანსოდ წააგო, მაგრამ სინიშა მიხაილოვიჩის გუნდის ჩამოწერა ნაადრევი იქნება. კარგი დროება უდგას ლევან მჭედლიძის “ემპოლისაც”. ტოსკანელები თამაშს უკვე აღარ აგებენ. უკანასკენლი სამი შეხვედრა ფრედ დაასრულა, სამივე ერთნაირი ანგარიშით – 0:0. ქართველი ფეხბურთელი მატჩს თადარიგიდან დაიწყებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, გასტალდელო, რომანიოლი, რეჯინი; რიცო, პალომბო, ობიანგი; სორიანო; ოკაკა, ედერი

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰიჟაი, რუგანი, ბარბა, მარიო რუი; ვესინო, ვალდიფორი, კროჩე; ვერდი; ტავანო, მაკარონე

მსაჯი: ტომაზი

“ვერონა” – “პარმა”

თარიღი: 11 იანვარი, 18 საათი

ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”

ვერონაში ადგილობრივი გუნდი “პარმას” დაუხდება. ანდრეა მანდორლინის გუნდი შარშანდელივით ვერ თამაშობს, თუმცა გასავარდნი ზონისგან ექვსი ქულა მაინც აშორებს. წინა ტურში, როგორც იქნა გამარჯვების მოპოვება მოახერხა “პარმამ”. რობერტო დონადონის გუნდმა ნანატრი გამარჯვება “ფიორენტინას” წინააღმდეგ შეძლო. ამ გამარჯვებით კარგა ხნის შემდეგ ემილიელებმა ბოლო ადგილს თავი დააღწიეს, თუმცა მათი მდგომარეობა ისევ მძიმეა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; მარტიჩი, მარკესი, სორენსენი, აგოსტინი; სალა, ტაკჩიდისი, გრეკო; ლოპესი, ტონი, ლაზაროსი

“პარმა” (3-5-2): მირანტე; პალეტა, ლუკარელი, კოსტა; კასანი, მაური, ლოდი, გალოპა, გობი; პალადინო, კასანო

მსაჯი: გავილუჩი

“ნაპოლი” – “იუვენტუსი”

თარიღი: 11 იანვარი, 23:45 წუთი

ადგილი: ნეაპოლი, “სან პაოლო”

ტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ნეაპოლშია დაგეგმილი. “ნაპოლი” “იუვენტუსის” წინააღმდეგ. ამ გუნდებმა ორიოდე კვირის წინ იტალიის სუპერთასზე ითამაშეს, რომელშიც გამარჯვება ნეაპოლელებს დარჩათ. ასე რომ, ტურინელებს რევანში მართებთ. აღსანიშნავია, რომ ტურინულ გრანდს ნეაპოლში გამარჯვება ენატრება. თავად განსაჯეთ, 2007 წლიდან მოყოლებული “იუვეს” სან პაოლოზე” არ მოუგია. მასიმილიანო ალეგრის მიმართ კი ბოლო ხანებში კრიტიკა იზრდება. “იუვემ” უკანასკნელ 6 შეხვედრაში გამარჯვებას მხოლოდ ერთხელ მიაღწია (ყველა ტურნირის ჩათვლით). რაფაელ ბენიტესის “ნაპოლი” კი კარგ ფორმაშია. ბოლო ტურში “აძურიმ” “ჩეზენა” გაანადგურა. სერია A-ს მე-18 ტური, წესითა და რიგით ლამაზი შეხვედრით უნდა დასრულდეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, ბრიტოსი; ლოპესი, გარგანო; კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი; იგუაინი

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; მარკიზიო, პირლო, პოგბა; ვიდალი; ტევესი, ლორენტე

მსაჯი: ტალიავენტო

თეგებისერია A
0.088058