ფეხბურთი

1:21 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა

პრემიერლიგის 21-ე ტურის პირველი სათამაშო დღე იმით გამოირჩა, რომ ლონდონის “ჩელსიმ” ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა. “არისტოკრატებმა” შინ “ნიუკასლი” დაამარცხეს, ხოლო “მანჩესტერ სიტიმ” “ევერტონს” ვერ მოუგო გასვლაზე და კონკურენტს 2 ქულით ჩამორჩა.

“სტემფორდ ბრიჯზე” გამართული შეხვედრის პირველ ნახევარში ყველასთვის მოულოდნელად სტუმრები ფლობდნენ დიდ უპირატესობას. ჩეხმა კაბელიასა და გუფრანის დატყმული ძალიან რთული ბურთები მოიგერია, ხოლო სისოკოს დარტყმული ძელმა უკუაგდო. მასპინძელთა პირველივე სახიფათო ეპიზოდი გატანილი გოლით დასრულდა, 43-ე წუთზე ლონდონელებმა სწრაფად მოაწოდეს კუთხური, რასაც ოსკარის მიერ ახლო მანძილიდან გატანილი გოლი მოჰყვა.

მეორე ტაიმში უკვე ლონდონელები ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, რაც 59-ე წუთზე კოშტას მიერ გატანილ გოლში აისახა. მალევე მას შესანიშნავი ბურთის გატანა დუბლის შესრულებაც შეეძლო, გაესპანელებულმა ფორვარდმა რამდენიმე მეტოქე მოატყუა, მაგრამ მისი დარტმული ფაბრისიო კოლოჩინიმ გამოიტანა ცარიელი კარიდან. ამ გამარჯვებით “ჩელსიმ” 49 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა.

“გუდისონ პარკზე” გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა “მანჩესტერ სიტიმ”. მანუელ პელეგრინის შეგირდები უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ მათ შეტევებს სიმწვავე აკლდა. სამაგიეროდ, მასპინძლები იკბინებოდნენ მწარედ. პირველ ნახევარში სტუმართაგან გატანის ყველაზე რეალური შანსი ხესუს ნავასს ჰქონდა, რომელმაც ოდნავ ააცილა. ძალიან კარგი ეპიზოდი შეექმნათ ლივერპულელებსაც. მათ ერთ ეპიზოდში ორჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ჯერ ლუკაკუს აჯობა ჰარტმა, ხოლო დამატებაზე კოულმენის დარტყმული ხარიხამ აისხლიტა.

მეორე ტაიმშიც ანალოგიური თამაში მიმდინარეობდა და სტუმართა შეტევებს კვლავ აკლდა სიმწვავე, რისი გამოსწორებაც პელეგრინიმ აგუეროს შეშვებით სცადა. “ქალაქელებმა” გოლი მალევე გაიტანეს, თუმცა არგენტინელის წვლილი ამაში ნაკლებადაა – გატანილი ბურთის ავტორი ფერნანდინიოა. მასპინძელებს ყურები არ ჩამოურიათ და ძალიან მალე, 78-ე წუთზე ჯო ჰარტის შეცდომის შემდეგ ნეისმიტმა აღადგინა წონასწორობა – 1:1. “სიტი” კონკურენტ “ჩელსის” 2 ქულით ჩამორჩა.

დღის პირველ შეხვედრაში “ლივერპულმა” ლაზარ მარკოვიჩის გოლით იმარჯვა, ხოლო “ტოტენჰემმა” მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და “კრისტალ პალასთან” დამარცხდა, რომელიც პირველად დამოძღვრა ალან პარდიუმ.

სანდერლენდი – ლივერპული 0:1 (0:1)


სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-1-4-1): პანტელიმონი, ოში, ვერჯინი, ბრაუნი, ვან აანჰოლტი, ბრიდკუტი, ჯონსონი (მედრონი 86), ლარსონი, ხ.გომესი, ჯაკერინი (ბაკლი 77), ვიკჰემი (გრემი 77).
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

ლივერპული (3-4-2-1): მინოლე, ჩანი, შკრტელი, სახო, ლეივა, ჰენდერსონი, მორენო, მარკოვიჩი, ჯერარდი (ლოვრენი 46), კოუტინიო, ბორინი (ბალოტელი 67).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლი: მარკოვიჩი 9.
გაფრთხილებები: ვერჯინი, ბრიდკუტი – ბორინი, კოუტინიო, ჰენდერსონი, ლოვრენი
გაძევება: ბრიდკუტი 49.
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 5(1)-21(4), ჯარიმა: 12-11, კუთხური: 6-6, თამაშგარე: 2-0, სეივი: 3-1

ჩელსი – ნიუკასლი 2:0 (1:0)


ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ზუმა, ტერი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა (ფელიპე ლუისი 37), მატიჩი, ფაბრეგასი, ოსკარი (რამირესი 79), აზარი, ვილიანი, კოშტა (რემი 84).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, უილიამსონი, კოლოჩინი, ჯანმაატი, დუმეტი, ანიტა, კოლბეკი, სისოკო (რივიერი 84), გუფრანი (ამეობი 63), კაბელია, ა.პერესი.
მწვრთნელი: ჯონ კარვერი

გოლები: 1:0 ოსკარი (43), 2:0 კოშტა (59).
გაფრთხილებები: მატიჩი, ოსკარი – უილიამსონი, კოლბეკი, დუმეტი
მსაჯი: როჯერ ისტი
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 8(4)-10(4), ჯარიმა: 13-13, კუთხური: 7-4, თამაშგარე: 7-0, სეივი: 4-2

ევერტონი – მანჩესტერ სიტი 1:1 (0:0)

ევერტონი, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): ხოელი, სტოუნზი, იაგიელკა, ბეინსი, კოულმენი, ბერი, ბეშიჩი, ბარკლი, ნეისმიტი, მაკგიდი (მირალაში 77), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1):
ჰარტი, მანგალა, დემიჩილისი, ზაბალეტა, კლიში, ფერნანდინიო (ლამპარდი 82), ფერნანდო, სილვა, ნასრი (კოლაროვი 92), ნავასი, იოვეტიჩი (აგუერო 67).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 0:1 ფერნანდინიო (74), 1:1 ნეისმიტი (78).
გაფრთხილებები: სტოუნზი – მანგალა, ფერნანდინიო
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 10(14)-18(2), ჯარიმა: 9-10, კუთხური: 4-9, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-3

ბარნლი – ქპრ 2:1 (2:1)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, შაკელი, კინი, მი, ტრაიპერი, მარნი, ჯონსი, ბოიდი, არფილდი, ბარნსი (ვოკსი 73), ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი

ქპრ (4-4-1-1): გრინი, კოლკერი, დანი, ჰილი (ტრაორე 75), ისლა, ჰენრი (ზამორა 69), ბარტონი, ფერი, ვარგასი (ზარატე 76), ტაარაბტი, ოსტინი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი

გოლები: 1:0 არფილდი (12), 1:1 ოსტინი (33 პენ.), 2:1 ინგსი (37).
გაფრთხილებები: მარნი, ბარნსი – ბარტონი, ტრაორე
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 18(7)-17(7), ჯარიმა: 14-9, კუთხური: 10-6, თამაშგარე: 1-2, სეივი: 6-5

ლესტერი – ასტონ ვილა 1:0 (1:0)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): ჰამერი, მორგანი, ვასილევსკი, სიმპსონი, კონჩესკი, ჰემონდი (კინგი 75), ოლბრაიტონი (ლაურენსი 72), ჯეიმსი, კნოკერტი, ნუჯენტი, ულოა (ვარდი 72).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, კლარკი, ოკორე, ჰატონი, სისოკო (ნ’ზოგბია 89), სანჩესი (რიჩარდსონი 76), ვესტვუდი, კლევერლი, ჯ.კოული (ვაიმანი 72), აგბონლაჰორი, ბენტეკე.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

გოლი: კონჩესკი 45+1.
გაფრთხილებები: ჰემონდი – ოკორე, კლარკი
გაძევებები: ჯეიმსი (93), კლარკი (94).
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 11(3)-11(1), ჯარიმა: 12-11, კუთხური: 6-6, თამაშგარე: 2-6, სეივი: 1-2

სუონსი – ვესტ ჰემი 1:1 (0:1)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნ.ტეილორი, რანხელი, კეროლი, ბრიტონი, დაიერი (ემნსი 62), რუტლიჯი (ბაროუ 62), სიგურდსონი (ოლივეირა 74), გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი

ვესტ ჰემი (4-1-3-2): ადრიანი, რიდი, ტომკინსკი, კრესველი, ჯენკინსონი, კოლინსი, ნოლანი (პოიეტი 82), ნობლი, დაუნინგი, ვალენსია (ამალფიტანო 71), კეროლი.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 0:1 კეროლი (43), 1:1 ნობლი (74 ს.კ.).
გაფრთხილებები: პოიეტი
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 19(3)-10(4), ჯარიმა: 9-7, კუთხური: 4-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-2

ვესტ ბრომვიჩი – ჰალი 1:0 (0:0)


ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი, ლესკოტი, მაკაული, ბეირდი, უისდომი, მორისონი, იაკობი, ბრანტი, სესენიონი (გარდნერი 76), ბრაუნი (ანიჩებე 73), ბერაჰინო.
მწვრთნელი: ტონი პულისი

ჰალი (4-4-2): მაკგრეგორი, დევისი, ბრიუსი, ჩესტერი, ფიგეროა, ლივერმორი, მეილერი, ელმოჰამედი, ქუინი (ჰადლსტოუნი 78), იელავიჩი (ბრედი 33), ერნანდესი (ინსი 39).
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

გოლი: ბერაჰინო 78.
გაფრთხილებები: იაკობი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 9(3)-12(2), ჯარიმა: 5-13, კუთხური: 5-2, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-2

კრისტალ პალასი – ტოტენჰემი


ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-3-3): სპერონი, დელანი, დანი, იარდი, კელი, ლედლი, მაკარტური, ბენანი (გედიურა 46), გაილი (კემპბელი 87), პანჩონი, მურეი (ზაჰა 74).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ფასიო, ვერტონგენი, როუზი, უოლკერი, სტამბული (სოლდადო 75), დემბელი, ერიკსენი, ჩადლი, თაუნსენდი (კაპუე 69), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 0:1 კეინი (49), 1:1 გაილი (69 პენ.), 2:1 პანჩონი (80).
გაფრთხილებები:
ბენანი, დანი, პანჩონი, კემპბელი, გედიურა – თაუნსენდი, სტამბული, ფასიო
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 21(7)-9(5), ჯარიმა: 9-14, კუთხური: 4-6, თამაშგარე: 4-1, სეივი: 4-5

ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 15. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) -14. ჩარლი ოსტინი (ქპრ) - 13. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 10. პაპის სისე ("ნიუკასლი") - 9. ვილფრიდ ბონი ("სუონსი") - 9.

0.0995