ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის მეორე სათამაშო დღე “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული შეხვედრით გაიხსნა, სადაც მადრიდის “რეალმა” კატალონიური “ესპანიოლი” მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა.
მასპინძელები თავიდანვე დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ქარიმ ბენზემას მალევე შეეძლო გატანა, მაგრამ მისი უძლიერესი დარტყმული ძელს მოხვდა. მე-12 წუთზე ბეილი-რონალდუ-ხამესის სამსვლიანი კომბინაცია შედგა, რომელიც ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. ცოტა ხანში უკვე გარეტ ბეილის შესანიშნავი საჯარიმო ვიხილეთ და სხვაობა ორამდე გაიზარდა.
მეორე ნახევარი “რეალისთვის” ცუდად დაიწყო, რადგან 53-ე წუთზე ფერნანდეს ბორბალანმა ფაბიო კოენტრაოს წითელი ბარათი უჩვენა უხეშობისთვის. რიცხობრივი უპირატესობა სტუმრებმა საერთოდ ვერ გამოიყენეს და კვლავ “ბლანკოსი” დომინირებდა. ერთი-ერთზე გასული გარეტ ბეილი ვალდებული იყო, რომ მესამედ დაემწუხრებინა კასილია, მაგრამ უელსელმა არც ცარიელ კართან მდგომ რონალდუს გადააწოდა ბურთი და ვერც თავად მოახერხა გატანა, რამაც კრიშტიანო ძალიან გააბრაზა. მადრიდელებმა მესამე გოლის გატანა მაინც მოახერხეს, 76-ე წუთზე სტუმართა წვალებას ნაჩომ დაუსვა წერტილი – 3:0. ზედიზედ 2 წაგების შემდგომ, მადრიდელებმა 2015 წელს პირველი გამარჯვება იზეიმეს. .
ვიგოში ქულები დაკარგა “ვალენსიამ”. “სელტას” ლა ლიგის ზედიზედ 7 შეხვედრაში არ ჰქონდა გოლი გატანილი და ბოლო 6 შეხვედრა საერთოდ წაგებული ჰქონდა. მასპინძელთათვის უიღბლო სერია შეხვედრის პირველ ნახევარში გაგრძელდა, რადგან უპირატესობის მიუხედავად ტაიმი მაინც წააგეს. 26-ე წუთზე წუთზე ორელიანას 11-მეტრიანი დიეგო ალვეშმა აუღო, ხოლო 43-ე წუთზე ალვარესის შეცდომის შემდეგ როდრიგომ გახსნა ანგარიში. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა მეკარემ ლა ლიგაში მე-14 პენალტი მოიგერია, რაც რეკორდია. ამდენი პენალტი ესპანეთის ჩემპიონატში არცერთ კიპერს არ აუღია.
გალისიელთა საშინელი სერია მატჩის 61-ე წუთზე შეწყდა, ორელიანამ პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომა გამოასწორა და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი ეცადა მოგებას, თუმცა ანგარიში აღარ შეცვილა – 1:1.
ზედიზედ მეორე შეხვედრაა, რაც “ვილიარეალი” ანგარიშის გახსნას ახერხებს, მაგრამ უპირატესობას ვერ ინარჩუნებს და მხოლოდ ქულით უწევს დაკმაყოფილება. “ლა როსალედაზე” გამართულ შეხვედრაში, სტუმრებმა ტაიმი ჯონათან დოს სანტოსის გოლით მოიგეს, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა კამენის დამწუხრება. “მალაგა” მეორე ნახევარში უფრო გამოცოცხლდა და მე-60 წუთზე ამრაბატმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
დღის ბოლო შეხვედრა “იპარუაზე” შედგა. “ეიბარმა” “ხეტაფე” დაამარცხა და მე-8 ადგილს მყარად დაეპატრონა.
რეალი – ესპანიოლი 3:0 (2:0)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-3-3): კასილასი, ვარანე, პეპე, კოენტრაო, არბელოა, კროოსი (ხედირა 81), ხამეს როდრიგესი (ნაჩო 54), ისკო, ბეილი, რონალდუ, ბენზემა (ილარამენდი 63).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ესპანიოლი (4-4-2): კასილია, ალვარო, კოლოტო, არბილია, ფუენტესი, ხორდანი (სტუანი 68), ვ.სანჩესი (ლუკე 62), კანიასი, მონტანესი, კაისედო, ს.გარსია (ა.გონსალესი 82).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
გოლები: 1:0 ხამეს როდრიგესი (12), 2:0 ბეილი (28), 3:0 ნაჩო (76).
გაფრთხილებები: რონალდუ – ფუენტესი, ვ.სანჩესი, არბილია, მონტანესი
გაძევება: კოენტრაო 53.
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 18(5)-11(4), ჯარიმა: 11-14, კუთხური: 7-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-2
მალაგა – ვილიარეალი 1:1 (0:1)
მალაგა, “ლა როსალედა”
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ანხელერი, მ.ტორესი, როსალესი, არტუნეში, რესიო, დარდერი, დუდა (ლ.ალბერტო 78), კასტილიეხო (ჰორტა 70), სამუელი (ხუანმი 59), ამრაბატი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, რუისი, პაულისტა, გასპარი, რუკავინა, ტრიგეირასი (პინა 77), ბ.სორიანო, ჯონათან დოს სანტოსი, ჩერიშევი (მ.გომესი 74), უჩე, ვიეტო (ჯოვანი დოს სანტოსი 66).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
გოლები: 0:1 ჯონათან დოს სანტოსი (45+1), 1:1 ამრაბატი (60).
გაფრთხილებები: სამუელი, ანხელერი, დუდა, მ.ტორესი – ჩერიშევი, რუისი, ტრიგეირასი, პაულისტა
მსაჯი: ხაიმე ლატრე
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 13(6)-9(4), ჯარიმა: 6-15, კუთხური: 5-3, თამაშგარე: 7-5, სეივი: 3-5
სელტა – ვალენსია 1:1 (0:1)
ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”
სელტა (3-4-1-2): ს.ალვარესი, ს.გომესი, ფონტასი, რადოია, ჯონი, მალიო (ნოლიტო 46), პ.ერნანდესი, კრონ-დელი, ა.ფერნანდესი (ბ.ფერნანდესი 79), ორელიანა, ჩარლესი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
ვალენსია (3-5-2): ალვეში, მუსტაფი, ოტამენდი, ორბანი, ე.პერესი, ა.გომეში, პარეხო (ფუეგო 80), როდრიგო (კანსელო 92), ბარაგანი, ნეგრედო (დე პაული 65), ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
გოლები: 0:1 როდრიგო (43), 1:1 ორელიანა (61).
გაფრთხილებები: ჩარლესი, ჯონი, პ.ერნანდესი – როდრიგო, პარეხო, ბარაგანი
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 14(4)-4(2), ჯარიმა: 20-19, კუთხური: 11-2, თამაშგარე: 1-2, სეივი: 1-3
28-ე წუთზე ორელინამ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)
ეიბარი – ხეტაფე 2:1 (1:0)
ეიბარი, “იპარუა”
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ალბენტოსა, ნავასი, ბოვედა, კასტელიანო, დ.გარსია, ერასტი, დელ მორალი (არუაბარენა 69), ბერხონი (ლარა 87), კაპა, პიოვაკარი (აბრაჰამი 74).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
ხეტაფე (4-1-4-1): კოდინა, ალექსისი (იოდა 90), ველაზკესი, ვალერა (სარაბია 58), ლაგო, ნალდო, ხ.როდრიგესი, სამირი, ლეონი, ჰინესტროზა (დ.კასტრო 71), ვაზკესი.
მწვრთნელი: კოკე სანჩეს ფლორესი
გოლები: 1:0 დელ მორალი (33), 2:0 კაპა (51), 2:1 დ.კასტრო (80).
გაფრთხილებები: ბოვედა, კაპა – ხ.როდრიგესი
მსაჯი: კლოს გომესი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 12(5)-7(3), ჯარიმა: 19-12, კუთხური: 2-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 2-3
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 26. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 15. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 11. კარლოს ბაკა (“სევილია”) -10. ქარიმ ბენზემა ("რეალი") - 8.