ფეხბურთი

2:16 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერი ისევ გაიქცა, რომში “იმპერატორმა” გაიღვიძა

იტალიის სერია A-ს მე-18 ტური საინტერესო და კარგი სანახავი გამოდგა. ლიდერთა დავაში ქულათა სხვაობა ისევ გაიზარდა. ლეგენდარულმა ფრანჩესკო ტოტიმ კი მორიგი რეკორდი დაამყარა.

რომში ტურის ცენტრალური მატჩი, დერბი “დელა კაპიტალე” გაიმართა, რომელიც ისეთი სანახავი გამოდგა, როგორსაც გულშემატკივრები არიან დაჩვეულნი. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, თუმცა “ლაციომ” მეტოქის კარზე მცირე ჩხვლეტები მაინც განახორციელა. საბოლოოდ, 25-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. ფელიპე ანდერსონმა რეჯა ნაინგოლანს ბურთი მოპარა, სოლო რეიდით მეტოქის საჯარიმომდე იარა და ბრწყინვალე გადაცემით სტეფანო მაური მეკარე მორგან დე სანკტისს პირისპირ შეჰყარა. “ლაციალეს” კაპიტანი არ დაბნეულა და ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა. ზუსტად ოთხ წუთში 21 წლის ბრაზილიელმა მორიგი შოუ დადგა. მის მიერ 25 მეტრიდან დარტყმული ბურთი ლურსმანივით ჩაერჭო დე სანკტისის კარის მარცხენა დაბალ კუთხეში. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ტაიმში მასპინძლებს ანდერსონის შეჩერება ძალზე უძნელდებოდათ. შესვენებაზე სტეფანო პიოლის გუნდი ორბურთიანი უპირატესობით დამსახურებულად გავიდა. მეორე ნახევარში კი მოედანზე სულ სხვა “რომა” ვიხილეთ, რაც დიდ წილად ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტის დამსახურება იყო. 38 წლის ფეხბურთელმა ჯერ 48-ე წუთზე კევინ სტროტმანის გამჭოლი გადაცემა დააგვირგვინა, ხოლო 64-ე წუთზე ხოსე ჰოლებასის ჩაწოდებულს შორეულ ძელთან ლამაზ ნახტომში შეეგება და ულამაზესი გოლით წონასწორობა აღადგინა. გატანილი გოლი “ჩესკომ” ორიგინალურად აღნიშნა. მან “რომას” ტიფოზების ფონზე “სელფი” გადაიღო. აღსანიშნავია, რომ ტოტიმ რომაულ დერბიში მეათე და მეთერთმეტე გოლები გაიტანა, რითაც დედაქალაქური დერბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარიდირი გახდა. მან მარკო დელ ვეკიოსა და დინო და კოსტას გადაასწრო. თამაშის დამთავრებამდე “ლაციოს” გამარჯვების მოპოვება მაინც შეეძლო, მაგრამ მიროსლავ კლოზეს ახლო მანძილიდან დარტყმული დე სანკტისმა სასწაულებრივ მოიგერია. საბოლოოდ, დაძაბული შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მე-18 ტურში კიდევ ერთი გამორჩეული დაპირისპირება შედგა. “ნაპოლიმ” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლა. უნდა აღინიშნოს, რომ იტალიის ჩემპიონმა სამი კვირის წინ, იტალიის სუპერთასზე განცდილი მარცხისთვის რევანშის აღება მოახერხა. პირველი ტაიმი ნელ ტემპში წარიმართა და სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მატჩის დასაწყისში ანგარიშის გახსნა ჯონათან დე გუზმანს შეეძლო, მაგრამ ჰოლანდიელმა ხუთი მეტრიდან მოახერხა და ჯიჯი ბუფონის კარს ბურთი ზემოდან გადააცილა. ანგარიში 29-ე წუთზე გაიხნა. სტუმართა ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ნახევარ ბრუნში, მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ბურთს რაფაელის კარში მიუჩინა ადგილი. გატანილი გოლი მართლაც, რომ ძალზე ლამაზი გამოვიდა. “იუვეს” ტაიმის მიწურულს ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, თუმცა ხელსაყრელ პოზიციაში დარჩენილმა მარტინ კასერესმა სუსტად დაარტყა. პირველი ნახევარი “ბებერმა ქალბატონმა” მინიმალური ანგარიშით მოიგო. მეორე ნახევარში მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. მიუხედავად ამისა, 64-ე წუთზე ანგარიში მაინც გაათანაბრეს. დრის მერტენსის ჩაწოდების შემდეგ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა მიგელ ბრიტოსმა იხეირა. ნეაპოლელთა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. 5 წუთში ანდრეა პირლოს გადაცემას მარტინ კასერესი გამოეხმაურა და თავისი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა. რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა ტურინელებს შეუტიეს. მსაჯის კომპესირებულ დროში კარგი შანსი მიეცა გონსალო იგუაინს, მაგრამ მისი დარტყმული ჯორჯო კიელინის მოხვდა და სტუაცია განიმუხტა. წინ წასულ “ნაპოლის” სტუმართა ერთ-ერთი კონტრშეტევა შეხვედრის ბოლო წუთზე გამოეპარა. ალვარო მორატამ კარგად შენიშნა არტურო ვიდალი, ჩილელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი გოლით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. “იუვენტუსმა” მოპოვებული სამი ქულის შედეგად მდევარ “რომასთან” ქულათა სხვაობა სამამდე გაზარდა. “ნაპოლი” კი მესამე ადგილოსან “ლაციოს” ერთი ქულით ჩამორჩა.

დღის პირველი შეხვედრა კი მილანში გაიმართა, სადაც “ინტერმა” ჯენოას” უმასპინძლა და როგორც იქნა სამი ქულა მოიპოვა. რობერტო მანჩინის გუნდი მე-12 წუთზე როდრიგო პალასიომ დააწინაურა, ვინაც მაურო იკარდის დარტყმულს დაამატა, რომელიც მატია პერინმა უხეიროდ მოიგერია. პირველ ტაიმში თავის გამოჩენა იკარდიმაც მოახერხა. “ნერაძურის” საუკეთესო ბომბარდირმა თავით გაიტანა. “ჯენოამ” თამაშში დაბრუნება მხოლოდ 85-ე წუთზე შეძლო. კუთხურის შემდეგ ცუდად ითამაშა სამირ ჰანდანოვიჩმა, მისი შეცდომით კი “როსობლუს” მცველმა არმანდო იცომ ისარგებლა. “ინტერნაციონალემ” ორბურთიანი სტატუსქვო მალევე აღადგინა. ნემანია ვიდიჩმა კუთხურის დროს ყველას დაასწრო და სერია A-ში თავისი სადებიუტო გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ გამარჯვებით “ინტერმა” 25 ქულა მოაგროვა და ოდნავ ხასიათი გამოიკეთა. ჯამპიერო გასპერინის გუნდს კი ისევ 27 ქულა აქვს.

ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა ფლორენციაში გაიმართა. “ფიორენტინამ” და “პალერმომ” ლამაზი სანახაობა შესთავაზეს გულშემატკივრებს. მე-20 წუთზე მასპინძლებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ზუსტი დარტყმით გუნდის კაპიტანმა მანუელ პასკუალიმ დაასრულა და ანგარიში გახსნა. “იებმა” ანგარიშის გაორმაგება მეორე ტაიმის დასაწყისში მოახერხეს. არგენტინელმა ხოსე ბასანტამ საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა. ზუსტად ათ წუთში ტაბლოზე საყაიმო ანგარიში აენთო. შეცვლაზე შესულმა რობინ ქუაისონმა 59-ე და 61-ე წუთებზე დუბლის შესრულება შეძლო. თავდაპირველად მან ანდრეა ბელოტის კარგი თამაში დაუფასა, ხოლო შემდეგ დავიდ პიზაროს უყურადღებობით ისარგებლა. ფლორენციელებმა მობილიზება მალევე შეძლეს და დაწინაურება ისევ მოახერხეს. ხუან კუადრადომ 64-ე წუთზე პასკუალის ჩაწოდებისას ყველას აჯობა. თამაშის მშვენება გოლი კი ვეტერანმა ესპანელმა ხოაკინ სანჩესმა გაიტანა. ხოაკინმა საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი დარტყმით ერთობ ეფექტური გოლი შეაგდო. სიცილიელებმა მაინც გაიბრძოლეს და თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. ანდრეა ბელოტიმ თავისავე წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. მოპოვებული გამარჯვებით “ფიორენტინამ” ორი ადგილით მაღლა აინაცვლა და ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდა. “პალერმომ” კი თავის მხრივ, ცხრა მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

გენუაში “სამპდორიამ” “ემპოლი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი ბრაზილიელი ედერი შეიქნა, რომელმაც 48-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი გოლი გაიტანა. სტუმართა ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე მოედანზე 57-ე წუთზე გამოვიდა, მაგრამ თავისი გუნდის გადარჩენა ვერ მოახერხა. მოპოვებული სამი ქულით “სამპა” მეხუთე ადგილს დაუბრუნდა. “ემპოლიმ” კი 7 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

კვლვა წააგო ემილურმა “პარმამ”. ამჯერად ვერონაში ადგილობრივ “ჰელასთან” მატჩში. ანგარიში იაკოპო სალამ პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა. სალამ ხავიერ სავიოლას გადაცემის შემდეგ ანტონიო მირანტეს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა. სტუმრებმა წონასწორობა 64-ე წუთზე აღადგინეს. ფრანჩესკო ლოდიმ საჯარიმოს გატანა შეძლო. “ვერონა” მალევე დაწინაურდა. ამჯერად თავი ვეტერანმა ლუკა ტონიმ გამოიჩინა, რომელმაც მატია ვალოტის ჩაწოდების შემდეგ ეფექტური გოლი გაიტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში ახალგაზრდა ვალოტიმ შეხვედრის ბოლო წუთზე დააფიქსირა. “ვერონამ” საკუთარ მოედანზე სამი ქულის მოპოვება სამი თვის შემდეგ მოახერხა. “პარმა” კი ისევ ცხრილის ფსკერზეა დალექილი.

ბერგამოში ქულები გაიყვეს გასავარდნ ზონასთან მოტრიალე “ატალანტამ” და “კიევომ”. მასპინძლები დავიდე ძაპაკოსტამ 72-ე წუთზე დააწინაურა. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა მეკარე ბიძარის შორეულ კუთხეში გაუტანა. “მფრინავმა ვირებმა” ქულის გადარჩენა ბოლო წუთზე შეძლეს. თავი ლაზარევიჩმა გამოიჩინა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. მოპოვებული თითო ქულით, გუნდებისთვის სატურნირო ცხრილში ძირეული ცვლილებები არ მომხდარა.

გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდების დაპირისპირება გაიმართა სარდინიაზე, “კალიარიმ” “ჩეზენა” მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, სახლში მაინც უქულოდ დაბრუდნენ. მე-11 წუთზე ჯანფრანკო ძოლას გუნდი გალვაომ დააწინაურა. ბრაზილიელმა თავისავე გაცუდებულ თერთმეტმეტრიანს ზუსტად დაამატა. ტაიმის შუაში კუნძულელებმა მეორედ იხეირეს, ამჯერად თავი დონსამ გამოიჩინა. ერთადერთი, რაც დომენიკო დი კარლოს “ჩეზენამ” მოახერხა პრესტიჟის გოლის გატანა გახლდათ, რომელიც ფრანკო ბრიენცამ შეხვედრის მიწურულს შეაგდო. მოპოვებული გამარჯვებით “კალიარიმ” სამშვიდობო ზონასთან სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, “ჩეზენა” კი “პარმასთან” ერთად ბოლო პოზიციას ცხრა ქულით იკავებს.

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის 10 შეხვედრაში 33 გოლი გავიდა. 5 შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს, 4 ფრედ დასრულდა, ხოლო სტუმრებმა ერთადერთ მატჩში იმარჯვეს.

“ინტერი” – “ჯენოა” 3:1 (2:0)

მილანი, “სან სირო”

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; კამპანიარო, ვიდიჩი, ანდრეოლი, დ’ამბროზიო; მედელი (კრინი 87), გუარინი; პალასიო (კუჟმანოვიჩი 66), ერნანესი (ობი 74), პოდოლსკი; იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; დე მაიო, იცო, ბურდისო; ედენილსონი, ბერტოლაჩი (ტინო კოსტა 84), რინკონი (ფეტფატძიდისი 80), ანტონელი; იაგო ფალკე, მატრი (კუჩკა 52), ლესტიენი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 1:0 პალასიო (12), 2:0 იკარდი (39), 2:1 იცო (85), 3:1 ვიდიჩი (88)

გაფრთხილება: კამპანიარო (85) – დე მაიო (71), ბერტოლაჩი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 11 (6) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 5:5 გაფრთხილება: 1:2

მსაჯი: კარმინე რუსო

“ატალანტა” – “კიევო” 1:1 (0:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; სტენდარდო, ბელინი, ბიავა, დრამე (დელ გროსო 86); მორალესი, ბაზელი (ჩიგარინი 65), კარმონა, ძაპაკოსტა; დენისი, პინილია (ბიანკი 64)

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი (პელისიერი 76), ცეზარი, ძუკანოვიჩი; სკელოტო (გამბერინი 46), იცკო, კოფიე, ბირსა (ლაზარევიჩი 78); პალოსკი, მეჯორინი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 ძაპაკოსტა (72) – 1:1 ლაზარევიჩი (90)

გაფრთხილება: ძაპაკოსტა (25), დრამე (81), ბიავა (84), ბელინი (86, 89)

გაძევება: ბელინი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 11 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 9:7 გაფრთხილება: 5:0 გაძევება: 1:0

მსაჯი: პაოლო ვალერი

“კალიარი” – “ჩეზენა” 2:1 (2:0)

კალიარი, “სანტ ელია”

“კალიარი” (4-3-3): ბრკიჩი; ბალცანო (პიზანო 60), როსეტინი, კაპუანო, აველარი; კრესეტიჯი, დესენა, დონსა; გალვაო (რანჯელი 67), ლონგო, ეკდალი

მწვრთნელი: ჯანფრანკო ძოლა

“ჩეზენა” (3-4-1-2): ლეალი; ვოლტა, მაგნუსონი, კაპელი; მაძოტა, ვალძანია (პულძეტი 73), ჯორჯი (კარბონერო 80), კაშონე; ბრიენცა; როდრიგესი (ჯურიჩი 62), დეფრელი

მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო

გოლები: 1:0 გალვაო (11), 2:0 დონსა (27), 2:1 ბრიენცა (89)

გაფრთხილება: როსეტინი (21) – ჯორჯი (10), ვალძანია (19), ვოლტა (29)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 13 (4) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 4:11 გაფრთხილება: 1:3

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“ფიორენტინა” – “პალერმო” 4:3 (1:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

“ფიორენტინა” (3-5-2): ტატარუშანუ; ბასანტა, ტომოვიჩი, ალონსო (რიჩარდსი 75); კუადრადო (კურტიჩი 82), მატი ფერნანდესი (ვარგასი 87), პიზარო, ბორხა ვალერო, პასკუალი; ხოაკინი, გომესი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; მუნიოსი, გონსალესი, ფედალი; მორგანელა, ბარეტო, მარესკა (ქუაისონი 52), რიგონი (ბოლცონი 82), ლაზაარი (ემერსონი 63); ვასკესი, ბელოტი

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

გოლები: 1:0 პასკუალი (20), 2:0 ბასანტა (51), 2:1 ქუაისონი (59), 2:2 ქუაისონი (61), 3:2 კუადრადო (64), 4:2 ხოაკინი (74), 4:3 ბელოტი (81)

გაფრთხილება: ტომოვიჩი (42), ბორხა ვალერო (64), ხოაკინი (64), ბასანტა (81) – რიგონი (41), მორგანელა (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (9) – 8 (6) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 7:3 გაფრთხილება: 4:2

მსაჯი: სილვიო მაცოლენი

“ვერონა” – “პარმა” 3:1 (1:0)

ვერონა, “ბენტეგოდი”

“ვერონა” (3-5-2): ბენუსი; როდრიგესი, მარკესი, მარკეზი; სალა (ვალოტი 68), გრეკო, ბრივიო, ტაკჩიდისი, მარტიჩი (სორენსენი 84); სავიოლა (ლოპესი 75), ტონი

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

“პარმა” (3-5-2): მირანტე; პალეტა, ლუკარელი, კოსტა; კასანი (რისპოლი 58), მაური, ლოდი, გობი, დე ჩელიე (ბიდაუი 75); პალადინო (პოცი 81), კასანო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 სალა (39), 1:1 ლოდი (64), 2:1 ტონი (72), 3:1 ვალოტი (90)

გაფრთხილება: ვალოტი (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 9 (2) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 2:4 გაფრთხილება: 1:0

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“რომა” – “ლაციო” 2:2 (0:2)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; მაიკონი, მანოლასი, ასტორი, ჰოლებასი; პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი (სტროტმანი 46); ფლორენცი (ლიაიჩი 46), ტოტი, იტურბე (დესტრო 80)

მწვრთნელი: რუდი გარსია

“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი (კავანდა 76), სანა, რადუ; ბილია, პაროლო; ანდერსონი (ონაზი 66), მაური, კანდრევა; ჯორჯევიჩი (კლოზე 66)

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

გოლები: 0:1 მაური (25), 0:2 ანდერსონი (29), 1:2 ტოტი (48), ტოტი 2:2 (64)

გაფრთხილება: იტურბე (32), ნაინგოლანი (39), პიანიჩი (59), დე როსი (73) – ანდერსონი (16), სანა (31), მაური (32), მარკეტი (51)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 10 (8) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 3:5 გაფრთხილება: 4:4

მსაჯი: დანიელე ორსატო

“სამპდორია” – “ემპოლი” 1:0 (0:0)

გენუა, “მარასი”

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, გასტალდელო, რეჯინი; დანკანი, პალომბო, ობიანგი; სორიანო; ბერგეზიო, ედერი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, ბარბა, რუგანი, მარიო რუი; კროჩე, ვალდიფიორი, ვესინო (ტავანო 79); ვერდი (ზიელინსკი 42); მაკარონე (მჭედლიძე 57), პუჩიარელი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლი: 1:0 ედერი (49)

გაფრთხილება: პალომბო (59) – მარიო რუი (24), ჰისაი (37)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (6) – 6 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 8:2 გაფრთხილება: 1:2

მსაჯი: დინო ტომაზი

“ნაპოლი” – “იუვენტუსი” 1:3 (0:1)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ლოპესი, გარგანო (ძაპატა 84); კალეხონი (გაბიადინი 73), ჰამშიკი (მერტენსი 60), დე გუზმანი; იგუაინი

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; კასერესი (ოგბონა 80), ბონუჩი, კიელინი, ევრა; მარკიზიო, პირლო, პოგბა (ლიხშტაინერი 70); ვიდალი; ტევესი, ლორენტე (მორატა 75)

მწვრთნელი: მასიმისლიანო ალეგრი

გოლები: 0:1 პოგბა (29), 1:1 ბრიტოსი (64), 1:2 კასერესი (69), 1:3 ვიდალი (90)

გაფრთხილება: ბრიტოსი (68), დე გუზმანი (85), ალბიოლი (90), ძაპატა (90) - ტევესი (40), კასერესი (61)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 8 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 9:2 გაფრთხილება: 4:2

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 11 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 10, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) – 9, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 9, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 9, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 9.

თეგებისერია A
0.1907